in

ელექტრომობილები, რომელთა შეძენაც ღირს 2023 წელს

ელექტრიფიკაციაზე გადასვლის მოთხოვნა 2023 წლიდანაც აქტიურად გრძელდება და მოწოდებები – უარი ვთქვათ საწვავზე, ისევ აქტუალურია. თუმცა, რომელია ის ელექტრომობილები, რომლებითაც დაინტერესება 2023 წელს ღირს? იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო მეტი ელექტრომობილი გამოდის, მეორადი მოდელები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, არის თუ არა თქვენთვის შესაფერისი ესა თუ ის ელექტრომანქანა.

Skoda Enyaq

Enyaq არის მთლიანად ელექტრო საოჯახო მანქანა, რომელიც Skoda-ს ტიპურ თვისებებს იმეორებს, ანუ არის: პრაქტიკული, კეთილმოწყობილი, კომფორტული და სამართავად მოსახერხებელი. სრული დატენით მას 300 მილის დაფარვა შეუძლია, რაც მოგზაურობას უფრო მშვიდს ხდის. 

გარდა ტექნოლოგიური მახასიათებლებისა, ბრენდმა ამ მოდელის რამდენიმე ვერსია შესთავაზა მომხმარებელს, რათა მას სასურველი ვარიანტი პერსონალურად მოერგო საკუთარ თავზე. ეს ვერსიებია: ლოფტი, ლაუნჯი, ლუქსი და ECO Suite. 

Nissan Ariya

თუ თქვენ ეძებთ ქმედითუნარიან, სრულად ელექტრო საოჯახო SUV-ს, მაშინ Nissan Ariya სიის თავში უნდა მოაქციოთ. მას აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი მყიდველი დაარწმუნოს ბატარეებზე მომუშავე ავტომობილებზე გადასვლაში. გარდა ტექნოლოგიისა, მისი სალონიც პრაქტიკულია, რაც მომხმარებლის ცხოვრების გაადვილებაზეა გათვლილი.

MG 4

ელექტრომანქანების ბაზრის გაფართოებისთვის MG დიდ საქმეებს აკეთებს. ის გვთავაზობს ელექტრომობილ ჰეტჩბეკს, რომელიც სუპერმინის მოდელების ზომას აჭარბებს და მოსახერხებელია სამართავად. ამასთან, მანქანის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი, განსაკუთრებით კი თავის კატეგორიაში, ისაა, რომ გააჩნია სწრაფი დატენის შთამბეჭდავი შესაძლებლობები.

Renault Megane E-Tech

ტექნოლოგიით ეს ელექტრომობილი Nissan Ariya-ს წააგავს. მას აქვს მაღალი ხარისხის სალონი, დიდი კორპუსი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საინფორმაციო-გასართობი სისტემა.

მანქანას აქვს საკმაოდ მსუბუქი წონა, რაც 217 ცხენის ძალის მქონე Megane-ს სისწრაფის აკრეფაში ეხმარება. წინამორბედებისგან განსხვავებით, ახალი ელექტრო Megane E-Tech კვეთს ზღვარს ჰეტჩბეკსა და SUV-ს შორის. მანქანა შედარებით კომპაქტურია თანამედროვე EV სტანდარტებით და საკმაოდ მანევრირებადია, მაგრამ სალონში გაცილებით მეტ ადგილს გვთავაზობს, ვიდრე ტრადიციული საოჯახო ტიპის მანქანები.

Hyundai Ioniq 5

Ioniq 5 იმ ელექტრომობილთა სიაში შედის, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს შემდეგი თაობის ელექტრომანქანების ტექნოლოგიას. ის ხელმისაწვდომია ორი ბატარეით: 58 კვტ/სთ ბატარეა, დაწყვილებული 168 ცხენის ძალის მქონე ძრავასთან და 73 კვტ/სთ ბატარეა 214 ცხენის ძალით. დახვეწილი დიზაინით, მოხერხებული სალონითა და საინფორმაციო-გასართობი სისტემით, ის ნამდვილად იმსახურებს რჩეულ ელექტრომობილთა სიაში მოხვედრას.

Kia EV6

იგი შემოთავაზებულია RWD ან AWD სახით, მაღალი ხარისხის GT ვერსიასთან ერთად. მისი ყველა ბორბალი ამძრავია და საკმაოდ სწრაფი მანქანაა. როგორც ცნობილია, სულ ორი წამით ჩამორჩება საორიენტაციო სპრინტის დროს. ყველა ვერსიას აქვს შთამბეჭდავი ულტრა სწრაფი დატენა 250 კვტ-მდე, რაც ხელს უწყობს მის დატენას 20 წუთზე ნაკლებ დროში.

Fiat 500

ეს მანქანა მშვენივრად იწონებს თავს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული „ქალაქის მანქანა”. ის კონკურენტუნარიანია, გთავაზობთ დაბალ ხარჯებს და ბევრ, იტალიისთვის დამახასიათებელ თავისებურებას. გარდა სტანდარტული ელექტრომობილისთვის საჭირო ატრიბუტიკისა, მას აქვს ურბანული საცობებისა და გადატვირთული მოძრაობების დროს სამართავი ტექნოლოგიები და უკანა პარკირების სენსორები, რაც ამ მოდელს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

Genesis GV60

Genesis შედარებით ახალი სახელია ამ კატეგორიაში, თუმცა მისი GV60 მოდელი მას მკაფიოდ ეხმარება ფეხის მოკიდებაში. ის არის ელექტრომობილი, რომელიც გთავაზობთ „ჭკვიანი ასისტენტის” მომსახურებასა და მრავალ პროგრამულ განახლებას.

BMW i4

BMW i4 ის მოდელია, რომელიც ადასტურებს ბრენდის კონცეფციას ელექტრიფიცირებული მომავლის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის წონა ორ ტონაზე მეტია, ის ხასიათდება შესანიშნავი მართვით, კუთხეებში მოქნილი მანევრირებითა და საჭის ზუსტი შეგრძნებით. ამ ყველაფერს კი შთამბეჭდავი სისწრაფეც ემატება.

მას ორი ვერსია აქვს: 335 ცხენის ძალის მქონე და 536 ცხენის ძალის i4 M50 ვერსია, რომელიც არის ბრენდის პირველი ელექტრომობილი M დივიზიაში.

„როგორ ხარ?“ — რეკლამა მარტივი კითხვის პოზიტიურ ძალაზე

რომელი ტექნოლოგიური საკითხები იქნება აქტუალური 2023 წელს?