in

„ელექტრონულმა აკადემიამ“ საკუთარ დაბადების დღეზე პარტნიორ კომპანიებს საჩუქრები გაუგზავნა

კომპანია „ელექტრონული აკადემია“ 3 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით 26 ერთგულ კორპორატიულ კლიენტს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რელევანტური ტრენინგები აჩუქა.

ელექტრონული აკადემია უკვე 3 წელია, შრომის ბაზრის გამოწვევებს თავის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერებთან ერთად პასუხობს. აკადემიის ტრენინგები ფოკუსირებულია პროგრამული პროდუქტების სიღრმისეულ შესწავლაზე, ის ოპერირებს როგორც ფიზიკური, ისე დისტანციური ტრენინგების ფორმატით. ელექტრონული აკადემია ყოველწლიურად 1000-მდე ადამიანს ასწავლის და უვითარებს ახალ უნარებს, ან აუმჯობესებს მათ არსებულ ცოდნას შემდეგ მიმართულებებში:

  • MS Excel
  • MS Power BI
  • MS SQL
  • MS Project
  • Google Workspace
  • ფინანსური მოდელირება ექსელში
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები
  • ონლაინ მაღაზიის მართვის საფუძვლები
  • და სხვა…

2012 წლიდან ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი, გიორგი დათუკიშილი, თავის YouTube არხზე 800-ზე მეტ უფასო ვიდეო გაკვეთილს სთავაზობს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანიის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის MS Office-ისა და სხვა მოთხოვნადი პროგრამების პოპულარიზაციაა. სწორედ ამიტომ, აკადემია აქტიურად ანებივრებს თავის მომხმარებელს საჭირო მასალებით, რასაც ელექტრონული აკადემიის 2 უფასო წიგნის არსებობა ადასტურებს. წიგნების „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის“ და „ექსელის 242 მალმხმობის“ ელექტრონული ვერსია უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის და მათი გადმოწერა აკადემიის ვებგვერდიდანაა შესაძლებელი. ამასთან, გიორგი დათუკიშვილი აქტიურად მუშაობს მესამე წიგნზეც, რომლის გამოცემაც 2023 წელს იგეგმება.

აკადემიის მიზანია, საქართველოში დაამკვიდროს სწავლების მულტიფუნქციური მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს მონაწილეთათვის არასტანდარტული და პრაქტიკაზე აგებული გამოცდილების გაზიარებას; ასევე, ისეთი ტიპის ტრენინგ მოდულების შემუშავებას, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს პასუხობს.

ელექტრონული აკადემია ცდილობს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქვეყნის დასაქმების პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა, დასაქმდეს აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებში.

[R]

Global Finance-მა, პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

5 გზა სტარტაპების რეცესიისთვის მოსამზადებლად