20
მარ
2017

11, 12, 13 და 20 მაისი! ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB!

20 მარ 2017

ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი 4GB, 2011 წლიდან მოყოლებული, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ფესტივალი პიონერ ქართველ დიჯეის – გიო ბაქანაძის ხსოვნას ეძღვნება და მისი მეგობრები, ყოველწლიურად სულ უფრო მაღალი დონის ღონისძიების ჩატარებას ცდილობენ. შედეგად, დამსწრეთა რაოდენობა 1.000-დან 8.000-მდე გაიზარდა. წლევანდელი ღონისძიება კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში გაიმართება, საგურამოში. მოწვეული არტისტები: Michael Mayer , Ricardo Villalobos , Moritz von Oswald , The Orb , Shed , Motor City Drum Ensemble , Move D , Gerd Janson , Mathew Jonson , Optimo (Espacio) , Acid Pauli და სხვა…

BOG PLUS

4GB 2017 – 11, 12, 13, 20 MayFestival Passes – http://bit.ly/4GBTKT

Posted by 4GB Festival on Montag, 20. März 2017

განხილვა