in

AI-ით უფასო კომერციული მუსიკების გენერირებაზე რას იტყვით? — აი, რას გვთავაზობს Eleven Music

ამასობაში AI აუდიო კომპანიამ ოფიციალურად ჩაუშვა Eleven Music, ტექსტის მუსიკად გარდაქმნის პლატფორმა, რომელიც მარტივი მოთხოვნის საფუძველზე სრულ სიმღერას აგენერირებს. არ აქვს მნიშვნელობა, პოპ მუსიკა გსურთ ესპანურ ენაზე თუ ინსტრუმენტალური გერმანულად, ათასობით საათის აუდიოჩანაწერის გენერირება შეუძლია სხვადასხვა ენაზე, რომლებიც შემდგომ მედია პროექტებში შეგიძლიათ, გამოიყენოთ, იქნება ეს ფილმი, ტელევიზია, თამაშები თუ პოდკასტები.

ხმის სინთეტიკური ხელსაწყოებით, მათ შორის სელებრითების ხმის კლონებითა და ნარატივის ტექნოლოგიებით კარგად ცნობილი კომპანია ახლა სულ სხვა ჟანრში აბიჯებს და ეს თქვენზე მორგებული AI მუსიკაა. სხვებისგან კი იურიდიული სტრუქტურა გამოარჩევს — ლიცენზირებული ხელშეკრულებები აქვს დადებული Merlin Network-სა და Kobalt Music Group-თან, უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ მათსავე არტისტების სიაში ადელი და ბონ ივერი გვხვდებიან, ამგვარად, სისტემა პირატულ კი არა, პატიოსანი გზით მოპოვებულ მუსიკალურ მონაცემებზეა გაწვრთნილი.

მსგავსად ვერ ვისაუბრებთ კონკურენტ Suno-სა და Udio-ზე, რომლებსაც საავტორო უფლებების სავარაუდო ბოროტად გამოყენების გამო სასამართლოში უჩივლეს…

ElevenLabs-ის ლიცენზირების მოდელი კრეატორებს მონეტიზაციისა და ჰონორარების არჩევის შესაძლებლობასაც მისცემს მომავალ პრემიუმ ვერსიაზე, რომელსაც უკვე Eleven Music Pro-ს სახელით გაგვაცნობენ. არსებული ვერსია კი უკვე გვთავაზობს კომერციული გამოყენებისთვის ჰონორარებისგან თავისუფალ კომპოზიციებს, როცა პრო ვერსია ლიცენზირებული კატალოგებიდან გვიზიარებს სიმღერებს.

ხელოვანთა უფლებების დასაცავად, კომპანიამ დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციებიც შემოიღო, მათ შორის ფილტრები, რომლებიც ტექსტებსა და რეფერენსებს ბლოკავს თუ იგი ზუსტად ემთხვევა არსებულ მუსიკასა ან ჰბაძავს არტისტს. ამგვარად, ცდად ნამდვილად ღირს. 

გულიანად გაცინებული პერსონაჟები ღვინის ეტიკეტზე — Cabeça do Pote ილუსტრაციებსა და სთორითელინგს შეფუთვაში აერთიანებს

სუხიშვილები — მოძრაობა, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად არ ჩერდება