in

ელგუჯა ამაშუკელი – 90

მოქანდაკე და მხატვარ ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოფენა იმართება. ღონისძიება, დღეს, 24 ოქტომბერს იხსნება, თიბისის არტ გალერეაში და 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებითი პროცესისა და მისი ნამუშევრების ამსახველი უნიკალურ ფოტო და ვიდეომასალას აერთიანებს. თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში მოეწყობა შემეცნებითი ექსკურსიებიც, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და მისი ნამუშევრები.

BOG
BOG

ელგუჯა ამაშუკელი (1928-2002 წწ) იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე. მის სახელს უკავშირდება ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა: “ქართლის დედა”, მეტრო “რუსთაველის” პორტალის რელიეფი, “თბილისი 1500 წელის” ბარელიეფი, ქანდაკება “რევოლუცია”, ნიკო ფიროსმანის ძეგლი და სხვა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სტარტაპები წყვეტენ საქმიანობას

5 რჩევა 18 წლის საკუთარ თავს – დავით ჯიბლაძის #აზრები