ავეჯის მწარმოებელი კომპანია Elica, ახალ ვიდეორგოლში, მიზიდულობის კანონს თავდაყირა აყენებს და სააგენტო Y&R-სთან თანამშრომლობით მომზადებული ორიგინალური ვიდეოს დახმარებით, მომხმარებელს ახალ კოლექციას უჩვეულო გზით წარმოუდგენს. Elica-ს ვიდეორგოლით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიას სურდა ეთქვა, რომ მისი ავეჯი კომფორტულობას ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებს.














