8
იან
2015

ვიდეოთამაშად ქცეული ომი. “UNICEF”-ის არაჩვეულებრივი კამპანია!

8 იან 2015

სუდანში ბავშვების მდგომარეობაზე ყურადღების მისაქცევად “UNICEF”-მა არაჩვეულებრივი კამპანია წამოიწყო. ორგანიზაციამ მსახიობები, სტაფის წევრები და სუდანელი ბავშვები გეიმერების გამოფენაზე გაგზანა. მონაწილეებს დავალება მისცეს – მათ ვიდეოთამაშის პრეზენტაცია უნდა ჩაეტარებინათ.

მაყურებელმა ახალი თამაშის “Elika’s Escape”-ის პროექტი იხილა. თამაშის მთავარი გმირი შვიდი წლის გოგონაა, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში ხვდება. გარშემო ომია, დედა ციებ-ცხელებისგან კვდება, ძმას ომში კლავენ. მთავარი გმირი ბანაკში გადაყავთ, სადაც სიცივე და სიმშილია.  ერიკას გადარჩენის გზად მხოლოდ პროსტიტუცია რჩება.

სიუჟეტმა მნახველები იმდენად გააოცა, რომ ნაწილმა დარბაზი დამთავრებამდე დატოვა.  სიუჟეტი ზედმეტად სასტიკად მიიჩნიეს, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი რეალურად და ყოველდღიურად  ხდება.

 

განხილვა