შანზ-ელიზეს გამზირი (ელისეს მინდვრები), რომელსაც ხშირად მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გამზირს უწოდებენ, პარიზის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ქალაქის მერის, ანა იდალგოს გადაწყვეტილებით შემუშავებული სარემონტო პროგრამა, ხელს უწყობს გამზირის სილამაზისა და რეპუტაციის აღდგენას. არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სააგენტომ PCA-stream “არაჩვეულებრივი მინდვრებისთვის” გეგმა შეიმუშავა, რომელიც მანქანების განახევრებულ რაოდენობას, ქვეითთა გადასაადგილებლად უფრო დიდ სივრცეს და მეტ გამწვანებულ ადგილს მოიცავს.