in

კინოდაჯილდოება „ელისო 2026″ ნამუშევრების მიღებას იწყებს

თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში – მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინოინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას.

კინოდაჯილდოება „ელისო 2026″ ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.

კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.

ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე.

გასულ წელს პრემია ელისოზე წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკი პაპულია. ელისო საუკეთესო ფილმისთვის კი „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.

მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით, დაარსების დღიდან პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ