1
მარ
2018

„ელიტ ელექტრონიქსი“ წარმოგიდგენთ Samsung Galaxy S9|S9+

1 მარ 2018

Samsung Galaxy S9|S9+ მსოფლიო პრეზენტაცია 5 დღის წინ გაიმართა. „სამსუნგის“ უახლესი „სმარტფონის“ საქართველოში წინასწარ შეკვეთა „ელიტ ელექტრონიქსში“ უკვე შესაძლებელია.

BOG name
Bog name mob

 

 

„Samsung Galaxy S9|S9+ წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიღწევების ერთობლიობას. მისი დახმარებით შენი შესაძლებლობები უსაზღვრო ხდება. მთავარი ტექნოლოგიური სიახლე Samsung Galaxy S9|S9+ -ის რევოლუციური კამერაა, რომელიც ადამიანის თვალივით ადაპტირებადია, იმისთვის, რომ გადაიღოს მომაჯადოებელი ფოტოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში – კაშკაშა სინათლეში, დაბალ განათებასა და ყველაზე ჩაბნელებულ გარემოშიც კი. მრავალი ფოტოს ერთდროულად დამუშავების პროცესი სმარტფონის სენსორშივე ხდება, სწორედ ამიტომ გალაქსი S9|S9+ -ის კამერა საუკეთესოა განათების ნებისმიერ პირობებში. დახვეწილი OIS ტექნოლოგიით გადაღებული ფოტოები მკვეთრი და მკაფიოა. კამერას შეუძლია წამში 960 განსხვავებული კადრის აღქმა, რის გამოც გადაღების პროცესი 30-ჯერ სწრაფი გახდა. Samsung Galaxy S9|S9+  გაძლევს საშუალებას, ამოჭრა შენი საყვარელი მომენტები, დაადო საყვარელი სიმღერა და გაუზიარო მეგობრებს. ეს ყველაფერი კი ახალი სუპერ სწრაფი ორმაგი პიქსელებით აღჭურვილი სენსორის საშუალებით ხდება“, – აცხადებენ „ელით ელექტრონიქსში“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, Samsung Galaxy S9|S9+ -ის კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქცია  ვირტუალური „ემოჯია“:

„ამ ფუნქციის დახმარებით შენ შეგიძლია შექმნა საკუთარი ემოჯი პერსონაჟი და ამგვარად გამოხატო ემოციები. სმარტფონი აღჭურვილია AKG კონფიგურაციის სტერეო დინამიკებით, რომელიც Dolby Atmosხმის ტექნოლოგიით გადმოსცემს აუდიო კონტენტს 360 გრადუსიანი ფორმატით.  „გალაქსი“ S9|S9+ კომპლექტაციაში მოჰყვება AKG-ის ყურსასმენები, რომლებიც გამოირჩევა მრავალნაკადიანი ხმის მოწოდების შესაძლებლობით, საოცრად კარგი ხმოვანი იზოლაციით და სადენით, რომელიც სპეციალური დამცავი შრის წყალობით ფაქტიურად არ იხლართება Galaxy S9|S9+ ში განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი უსაფრთხოებაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე  უსაფრთხოების 4 მექანიზმი ერთდროულად: სტანდარტული პინ კოდი, თითის ანაბეჭდის სკანერი, თვალის ფერადი გარსისი სკანერი და სახის ამომცნობი სენსორი“.

აღსანიშნაივია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში „სამსუნგის“ ბრენდის ერთ-ერთი პარტნიორია.

„შესაბამისად, ჩვენს ქსელში უკვე შეგიძლია, გააკეთო წინასწარი შეკვეთა და გახდეს  „გალაქსი“ S9|S9+ -ის მფლობელი 1 კვირით ადრე, ვიდრე „სმარტფონების“ ოფიციალური გაყიდვა დაიწყება. დამატებით კი, საჩუქრად,  „სამსუნგის“ უსადენო ტრანსფორმირებად დამტენს მიიღებ.

[R]

განხილვა