in

ელიტ ელექტრონიქსის ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა ბათუმში

უკვე 27 წელზე მეტია, რაც კომპანია ელიტ ელექტრონქისი სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში ბრენდმა არაერთხელ განიცადა ცვლილება და იქცა ისეთ ადგილად, სადაც მომხმარებელს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიღება შეუძლია.

12 ოქტომბერს ელიტ ელექტრონიქსმა ბათუმში რიგით მეორე უახლესი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებელს. დასავლეთ საქართველოში ეს გახლავთ პირველი უნიკალური სივრცე, სადაც საყოფაცხოვრებო და ციფრულ ტექნიკასთან ერთად, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, შეიძინოს ავეჯი მთელი სახლისთვის.

ქსელში 200-მდე ბრენდის, 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილია. მათ შორის არან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Acer, Lenovo, Nobilia. ავეჯის მიმართულების გახსნის შედეგად კი, მათ რიცხვებს შეუერთდა ავეჯის წამყვანი ევროპული ბრენდები Calia Italia, Bollzan, Ozzio, Tomasella, Egoitaliano, Cmcadeiras, Massif, Tillia და სხვა.

ბოლო წლების მანძილზე კომპანიის მთავარ სტრატეგიას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის გარდაქმნა ადგილად, სადაც მომხმარებლები შეძლებდნენ სახლის სრულად აღჭურვას. სწორედ ამიტომ, 2022 წელს ელიტ ელექტროიქსმა გახსნა პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია თბილისში, ქავთარაძის N1-ში და 12 ოქტომბერს კი ბათუმში რიგით მეორე განახლებული კონცეფციის მაღაზია წარმოადგინა.

ტექნოლოგიის და სახლის კონცეფციის სრულყოფილი შერწყმა არის ის, რაც ელიტ ელექტრონიქსს გამოარჩევს კონკურენტებისგან. წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი და ციფრული მიმართულების პროდუქცია, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს ავეჯი, მისაღებისა თუ საძინებელი ოთახის ინვენტარი, ელიტ ელექტრონიქსი საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში შეიძინოთ ყველაფერი, კომფორტულად ცხოვრებისთვის.

[R]

რელოკაცია პარიზში – გვანცა გარმელია Qonto-ს სტრატეგიული მარკეტინგის პროექტებს წარმართავს

სტრატეგია, რომლისგანაც სხვა ბრენდები ბიზნესს დღემდე სწავლობენ – Gillette