in

„ელიტ ელექტრონიქსის“ კამპანია „ჩართეს“ მხარდასაჭერად

სწრაფად ცვალებად გარემოში ცხოვრება ახალ სამომხმარებლო საჭიროებებს აჩენს. თუ ადრე, ციფრული ტექნიკა ფუფუნების საგნად ითვლებოდა, დღეს, ტექნოლოგია სწავლა-განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლისთვის, „ელიტ ელექტრონიქსმა“ გადაწყვიტა ახალი როლი და განსაზღვრება მიენიჭებინა ბრენდისა და მომხმარებლებისთვის.

„ელიტ ელექტონიქსმა“ წამოიყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეძენილი თითოეული ნივთიდან 1 ლარი „ჩართეს“ ფონდში გადაირიცხება. „ელიტ ელექტრონიქსის“ ბრენდის არსს წარმოადგენს სიახლე ცხოვრებაში. შესაბამისად, ბრენდს სიახლე არა მხოლოდ მისი მომხმარებლებისთვის მოაქვს, არამედ თითოეული ადამიანისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი და მზარდი კომპანია საქართველოს ტექნიკის ბაზარზე, „ელიტ ელექტრონიქსი“ უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებასა და ინოვაციებს ნერგავს.

რა არის „ჩართე“?

Charte.ge არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად უფინანსებენ ინტერნეტისა და ლეპტოპის გადასახადს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ამ ეტაპზე, 5000-მდე მოქალაქემ 2200-ზე მეტი მოსწავლე დააკავშირა ინტერნეტთან საქართველოს რეგიონებში. „ჩართეს“ პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა. საიტზე ყოველთვიურად ქვეყნდება ანგარიში, სადაც აღწერილია პროექტის თითოეული ხარჯი და ბრუნვის საბანკო ამონაწერი.

ასევე, ჩართეში გაწევრიანებულ მოქალაქეებს ელ.ფოსტის საშუალებით ეგზავნებათ ყველა სახის ფოტომასალა, ისტორია და იმ ახალგაზრდების მიღწევები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ ლეპტოპი ან ინტერნეტის გადასახადი დაუფინანსდათ.

„ელიტ ელექტრონიქსი“ მზად არის ადამიანების ცხოვრებაში შეიტანოს უახლესი ტექნოლოგიები, რათა ხელი შეუწყოს მათში სრული პოტენციალის გამოვლენას. ახლანდელი მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ 78,000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ჩართეს“ ერთობლივი პროექტის საშუალებით, ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება დააფინანსოს ეს ახალგაზრდები. 

შეგახსენებთ, „ელიტ ელექტრონიქსში“ მსოფლიოს 200-მდე წამყვანი ბრენდის 7000-მდე დასახელების საყოფაცხოვრებო და ციფრულ ტექნიკასთან ერთად, ახლა უკვე ავეჯიც არის წარმოდგენილი. აქცია მოქმედებს ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში. თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა „ჩართეს“ სტიკერები და ქარდები, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული.

[R]

„ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ნამუშევარი“

GoPro ახალ კამერას უშვებს!