in

„ელიტ ელექტრონიქსის“ საზაფხულო კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

„ელიტ ელექტრონიქსის“ წლევანდელი საზაფხულო კამპანია #შექმენიშენითავგადასავალი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურება.

„რადგან წლევანდელი გაზაფხული ემოციურად ყველასთვის ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, ხოლო განტვირთვა და ბუნებასთან სიახლოვე – ორმაგად მნიშვნელოვანი, შევარჩიეთ განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც ვფიქრობთ, ყველას საზაფხულო სურვილს ერგება“.

აგვისტოს ბოლომდე, „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებელი, შეძენილ ტექნიკაზე, საჩუქრად 500₾-მდე ტურისტულ ვაუჩერს მიიღებს. ამ ვაუჩერით მას შესაძლებლობა ექნება, გაატაროს  შვებულება საქართველოს ნებისმიერი რეგიონის სასურველ სასტუმროში.

გვინდა, ხელი შევუწყოთ შიდა ტურიზმის განვითარებას და ამასთან, ვიზრუნოთ ემოციურად გადაღლილ და გამოფიტულ მომხმარებლებზე. გადავწყვიტეთ, მათ ისეთი გარემო შევთავაზოთ დასასვენებლად, სადაც გონების გახალისებას შეძლებენ და უკან ახალი ენერგიებით, თუ სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან. თითოეული ახალი ამბავი გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ და ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. სწორედ ამას ემსახურება საზაფხულო კამპანია „შექმენი შენი თავგადასავალი“.  რამდენიმეთვიანი კარანტინის განმავლობაში, ყველას ამოგვეწურა ჩვენი ბედნიერი ამბები. ამიტომ, ამ ზაფხულს ახალი თავგადასავლების შექმნის დროა“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

[R]

გაიგე მეტი უსაფრთხო ბანკინგის შესახებ – ProCredit Bank

ციფრული პრეზენტაცია ოფიციალურ გახსნამდე – სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“