in

„ერთად შევიქმნათ განწყობა” – ელიტ ელექტრონიქსისა და ჰონორის ერთობლივი კამპანია

ივნისის მოახლოებასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის სამზადისი სულ უფრო აქტუალური და მხურვალე ხდება, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველად აქვს შესაძლებლობა, იასპარეზოს ევრო 2024-ზე.

ელიტ ელექტრონიქსმა და ჰონორმა თავისი ერთგული მომხმარებლების წახალისება გადაწყვიტეს, რის გამოც კომპანია 2-კაციან საგზურებს ათამაშებს, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად.

გათამაშების წესები და პირობები მარტივია:

მხოლოდ ფილიალებში, ყველა მომხმარებელი, ვინც შეიძენს ჰონორის მობილურ ტელეფონს, საჩუქრად მიიღებს ბრენდირებულ ჩანთას, ხოლო ყოველ იღბლიან მე-500 მომხმარებელს, საჩუქრად გადაეცემა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციანი საგზური, რომელშიც შედის: გერმანიის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთი 2 პერსონაზე, სასტუმროში განთავსება 2 პერსონაზე, საუზმე 2 პერსონაზე, პორტუგალია X საქართველოს მატჩზე დასასწრები 2 ბილეთი.

ელიტ ელექტრონიქსისა და ჰონორის ერთობლივი კამპანია 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. თითოეულ მომხმარებელს თანაბარი შანსი აქვს, მიიღოს ისტორიული მატჩის ბილეთები და უგულშემატკივროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში.

აღნიშნული გათამაშება მოქმედებს ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო watergunz-ის შემოქმედებიდან