12
სექ
2017

ამინდის განსხვავებული პროგნოზი “ელიტ ელექტრონიქსისგან”

12 სექ 2017

Elit Electronics-ის კონდიციონერების კამპანიამ, რომელმაც აპრილის ბოლოს აიღო სტარტი ამინდის პროგნოზი სულ სხვა ჭრილში დაგვანახა.

BOG PLUS

 

კამპანიის ფარგლებში დამზადდა 30-ზე მეტი ვიდეორგოლი. მომხიბვლელი წამყვანი დამახასიათებელი ტერმინოლოგიითა და მოძრაობებით გვაცნობდა კონკრეტული თარიღების და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მიზნობრივი აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ამინდის პროგნოზი შეეხო უამრავ თემას: სპორტულ ღონისძიებებს, მომავალ ივენთებს, მნიშვნელოვან თარიღებს, თუ სოციალურ თემებს. აღინიშნა ყველა ისეთი თარიღი და მომენტი, რომელიც ყველასთვის ერთაინარად ასოცირდება ზაფხულთან. ამასთან, რგოლებში გაიჟღერა თითქმის ყველა თემამ, გარდა ამინდისა. მილიონზე მეტი ადამიანი ხუთი თვის მანძილზე ეცნობოდა პროგნოზებს. წამყვანის პერსონაჟმა მათში პოზიტიური განწყობა გამოიწვია.

 

კამპანიის ორიგინალური გადაწყვეტა და აღნიშნული კრეატიული ხერხი დამყარებულია იმ ინსაითზე, რომ ხარისხიანი კონდიციონერის მფლობელს ამინდი აღარ აინტერესებს. კამპანიის მთავარი მესიჯიც სწორედ ეს გახლდათ: „როცა ამინდი უმნიშვნლოა“.
Elit Electronics-ის გაზაფხული-ზაფხულის კამპანია კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა შემოგვთავაზა.

 

[R]

განხილვა