7
დეკ
2017

„უკვე გილოცავ ახალ წელს“ – „ელიტ ელექტრონიქსი“

7 დეკ 2017

„ელიტ ელექტრონიქსმა“ საახალწლო სამზადისი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. კამპანიის ძირითადი მიზანი მოულოდნელი საჩუქრების გაკეთება და ადამიანების მაშინ გახარებაა, როდესაც ამას ნაკლებად ელიან. „უკვე გილოცავ ახალ წელს“ – ამ სლოგანით ჯერ „ონლაინ“ მედიაში ვიდეორგოლები, შემდეგ კი „აუთდორ“ რეკლამა გამოჩნდა.

BOG PLUS

SONY DSC

„ელიტ ელექტრონიქსში“ ამბობენ, კამპანიის ადრე დაწყებით, სურდათ, ყველაზე ჯადოსნური და სასიამოვნო – საახალწლო სამზადისი – მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გაეხანგრძლივებინათ:

სალომე გოზალიშვილ („ელიტ ელექტრონქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე) : „სწორედ ამიტომ, კამპანია რამდენიმე ეტაპად დავყავით და მომხმარებელს განსხვავებული მიმართულება შევთავაზეთ. მრავალი წელია, „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი იწყებს საახალწლო კამპანიას. წელს გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო ადრე დაგვეწყო სამზადისი, ამას ბევრი „ბენეფიტი“ მოაქვს კომპანიისთვის, მაგრამ, ამასთანავე, ახალი წელი ყველა ადამიანისთვის დადებითი ემოციების მატარებელია. აქედან გამომდინარე, „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის გუნდმა და კრეატიულმა სააგენტო Holmes&Watson-მა საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი კამპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის გასაგები იქნებოდა, მათში დადებით ემოციებს აღძრავდა და, რაც მთავარია, შექმნიდა საახალწლო განწყობას. ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  დაგეგმვის პროცესში მარკეტინგის გუნდის დიდი ჩართულობა, რადგან სწორ მიმართულებას და მიზნებს მხოლოდ შიდა კადრი განსაზღვრავს. ჩვენი გუნდი კამპანიის პროცესს გეგმავს და შემდგომ დაგეგმილი მიზნისკენ სწორ გზას ირჩევს. სწორი ამოცანის დასმის შემდგომ ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან, „ჰოლმს ენდ უოთსონთან“ ერთად კამპანიის მზადება დავიწყეთ და საბოლოოდ ერთიანი სწორი ხედვით კარგად დავგეგმეთ და განვახორციელეთ“.

M: რატომ საჩუქრები? ახალი წელი, როგორც  წესი, სანტასთან ასოცირდება თქვენ კი ეს პერსონაჟი საერთოდ არ გამოიყენეთ.

სანტა ახალი წლის მითიური პერსონაჟია. ჩვენ კი გვინდოდა მომხმარებლისთვის არა მითი, არამედ რეალობა გვეჩვენებინა. ყველა მივეჩვიეთ, რომ ახალი წელი საჩუქრების გარეშე არ ჩაივლის,  მოსალოდნელმა საჩუქარმა  რთულია  ვინმე გააოცოს.  ნამდვილი ემოციის გამოწვევა მხოლოდ სიურპრიზს შეუძლია და მის გასაკეთებლად არ უნდა დაველოდოთ დღესასწაულს. სწორედ ამ იდეის მატარებელია „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კამპანია. „ აჩუქე წინასწარ, მოულოდნელად“ – ეს არის ნამდვილი სიურპრიზის ფორმულა, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსის” საახალწლო კამპანია ავრცელებს. სწორედ ამიტომ, კამპანია ახალ წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო და აქედანვე ზრუნავს სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე.

M: წინასაახალწლოდ მაღაზიებსაც კი გადაარქვით სახელი და ბილბორდი საჩუქრის ყუთივით შეფუთეთ. ალბათ, ესეც კამპანიის ნაწილი იყო ?

დიახ, „ელიტ ელექტრონიქსმა” გადაწყვიტა, იყოს გამორჩეული და „საჩუქრების ყველაზე დიდ მაღაზიად“ იქცა. შევარჩიეთ კამპანიის სლოგანიც „უკვე გილოცავ ახალ წელს“. შუა ქალაქში განვათავსეთ დიდი საჩუქრის ყუთი ბილბორდის ნაცვლად, რომელიც გავხსენით 10 ნოემბერს და სწორედ ამითი დავიწყეთ.  საახალწლო კამპანიის შექმნის დროს ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა არის ის მთავარი იდეა, რის გარშემოც ახალი წელი ტრიალებს. რა თქმა უნდა, ეს საჩუქარია. ამიტომ, ჩვენი მთავარი ატრიბუტი სასაჩუქრე ყუთი იყო, რომელიც საახალწლო „ქენდის“ ვიზუალით შევფუთეთ. რეალურად, წითელი და თეთრი ფერიც ხომ „ელიტ ელექტრონიქსის“ ფერია, შესაბამისად, ყველაფერი „ფაზლივით“ აეწყო. რაც მთავარია, ყველაფერი თანამშრომლებით დავიწყეთ, „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა თანამშრომელმა საჩუქარი და მილოცვის წერილი კომპანიისგან ყველაზე ადრე მიიღო. ამას მოჰყვა მოულოდნელი საჩუქრების გაგზავნა „რუსთავი 2“-ის და „იმედის” ეთერში, სადაც პირდაპირ ეთერში გადავეცით წამყვანებს საჩუქრები.

M: ასევე დიდი გამოხმაურება ჰქონდა ვიდეო რგოლებს, როდესაც მსახიობებს მოულოდნელად გადაეცით საჩუქრები . . .

ჩვენი საახალწლო კამპანია ხომ სწორედ სიურპრიზების გაკეთების წახალისების გარშემო აეგო. შესაბამისად, ჩვენც და „ჰოლმს ენდ უოთსონიც“ ცალსახად ერთ აზრზე შევჯერდით, რომ „ელიტ ელექტრონიქსს“ პირველს უნდა ეჩვენებინა სიურპრიზის გაკეთების მაგალითი. რადგან ყველაფერი გადასაღები მოედნით დავიწყეთ, პირველი სიურპრიზიც სწორედ მსახიობებს გავუკეთეთ. რასაც მათი მხრიდან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა და ეს ყველაფერი პატარა ვიდეოში „შევკარით“, რომელიც „თიზერის“  სახით „ონლაინ“ ჩაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოდან სრულფასოვნად არ ჩანს კამპანიის შინაარსი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და დადებითი ემოციებით დავიწყეთ საახალწლო კამპანიისთვის მზადების პროცესი.

M: კიდევ გაქვთ რაიმე სიურპრიზი მომხარებლისთვის?

დეკემბერი ტრადიციულად ყველაზე რთული თვეა. გადატვირთული რეჟიმით მუშაობს ყველა მაღაზია. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ზოგჯერ, ღამის 12 საათამდეც კი ღიაა ჩვენი მაღაზიები. ასეთ დროს ვცდილობთ, უფრო მეტი სიურპრიზი ჩვენი მომხმარებლისთვის გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი საჩუქარი და სიურპრიზია დაგეგმილი. ჩემთვის სასიხარულოა, რომ „უკვე გილოცავთ ახალ წელს“.

[R]

განხილვა