in

„ელიტ ელექტრონიქსი“ სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია

23-24 დეკემბერს, გაიმართება „სფოთლაითის“ მე-10, საიუბილეო ღონისძიება, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულს Radisson Blu Iveria უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრები დაესწრებიან საინტერესო გამოსვლებსა და ვორქშოფებს. „დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება“ – ამ მთავარი გზავნილით, 2013 წლიდან მოყოლებული, Spotlight აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ამ დროის მანძილზე, ის იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც სფოთლაითის სტუმრებს სხვადასხვა აქსესუარით დაასაჩუქრებს და გემრიელი ყავითაც გაუმასპინძლდება. სფოთლაითთან მეგობრობაზე „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი სალომე ჭელიძე გვესაუბრა.

M: რატომაა თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერა?

მოგეხსენებათ, მე-10 საიუბილეო ღონისძიებაზე ელიტ ელექტრონიქსი Spotlight-ის ვერცხლის სპონსორია. Spotlight არის ღონისძიება, როემლიც ერთ სივრცეში აერთიანებს განსხვავებული ინტერესების,  იდეებისა თუ საქმიანობის მქონე ადამიანებს, რომლებსაც საერთო მიზანი გააჩნიათ. ამ საერთო მიზანს წარმატების მიღწევა და განვითარებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს. „ელიტ ელექტრონიქსი“ კი არის კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან ტრანსფორმაციის სხვადასხვა საფეხურს გადის და საბოლოოდ ისწრაფვის სრულყოფილი სამომხმარებლო გამოცდილებისკენ.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ისეთი ღონისძიების მონაწილე, რომელიც ქმნის „მემკვიდრეობას“. Spotlight უკვე 10 წელია, რაც სხვადასხვა თაობის მარკეტერებსა თუ ბიზნეს სექტორით დაინტერესებულ პირებს უზიარებს გამოცდილებას. დღემდე, 120 სპიკერის მიერ წარმოთქმული ათასობით ისტორია თუ ამბავი, ბევრისთვის სამაგალითო და მიზნის მომცემი გახდა.

M: წლევანდელი ღონისძიება განსხვავებულია – საიუბილეოა და ამავდროულად, ორი დღის განმავლობაში გასტანს. როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

წლევანდელი პარტნიორობით გვინდა Spotlight-ის „მემკვიდრეობის“ მშენებლობაში ჩვენი მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ. რის გამოც „ელიტ ელექტრონიქსი“ ადგილზე წარმოდგენილი იქნება Delonghi-ის ბრენდთან ერთად. ორი დღის განმავლობაში ყველა მონაწილეს ვუმასპინძლებთ ჩვენს სტენდთან, სადაც მათ გავუმასპინძლდებით Delonghi-ის ყავით. ამას გარდა, ჩავატარებთ გათამაშებას, რომლებსაც საჩუქრად გადავცემთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ბრენდირებულ ჩანთებსა და Delonghi-ის ყავის ჭიქებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი აქტივობებითა და გასაოცარი ყავის არომატით ადგილზე მოსული სტუმრებისთვის კიდევ უფრო კარგ გამოცდილებასა და „მემკვიდრეობას“ შევქმნით.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

„ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს” – რას ჰყვებიან პირველი ქართული AI პროგრამის სტუდენტები SEU-დან

SHRE.space — ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართული დიზაინ პლატფორმა