15
Nov
2019

„თუ ტელევიზორში ჩემი საქართველოში ვიზიტი გაქვს ნანახი, გამოცვლის დროა!“ – Trade in კამპანია

15 Nov 2019

თუ მაცივარი ისე კარგად ვეღარ აციებს, გაზქურასაც დაეკარგა პირვანდელი ცხობის ხალისი, სარეცხ მანქანას აღარ შესწევს წურვის უნარი, ტელევიზორი ფერებს ურევს, კომპიუტერიც ვეღარ გაწევს დროის სიჩქარეს და მობილური სულ დატენვას გთხოვს, Trade In – გამოცვლის დროა! – გვეუბნება სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. 

Trade In „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი წამოწყებაა, რომელსაც სურს, ადამიანებს საშუალება მისცეს, ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლონ. კამპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ყიდვის ახალი გამოცდილების შეთავაზებაა, რომ მათ უკვე გამოყენებული ნივთები ჩააბარონ და სანაცვლოდ, ახლის შესაძენი თანხა მიიღონ, – სალომე დავითაშვილი, CMO, Elit Electronics

როგორც ირკვევა, Trade in პროგრამის ერთ-ერთი პირველი წამოწყება „ამაზონს“ უკავშირდება. როცა ბრენდმა გადაწყვიტა, საკუთარი მომხმარებლებისთვის მარტივი და საინტერესო შეთავაზება გაეკეთებინა და გამოყენებული ნივთების ჩაბარების სანაცვლოდ, მათთვის ფულადი ვაუჩერი მიეცა, რასაც ისინი სრულიად ახალ პროდუქტებში გადაცვლიდნენ. გლობალურად, ამ აქციას სხვა ბევრი მიმდევარიც ჰყავს, ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Apple, Samsung, რითეილ ქსელები: Best Buy, Walmart…

„ელიტ ელექტრონიქსი“ კი, საქართველოში პირველია, ვინც თავის გლობალურ, ოფიციალურ პარტნიორ ბრენდებთან ერთად კონკრეტული შეთავაზებები დაამუშავა და პროექტში ისეთი პროდუქტები ჩართო, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებას ერგება.

M: სალომე, უშუალოდ, რომელ ბრენდებსა და პროდუქციაზე ვრცელდება შეთავაზებები?
Bosch, Gorenje, Samsung, Huawei, Sony, Apple, Hp, Acer – მოხმარებელს შეუძლია, ჩააბაროს და გადაცვალოს ძველი სმარტფონი, ტელევიზორი, ნოუთბუქი, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, მტვერსასრუტი და აუდიო ტექნიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული კატეგორიის ტექნიკა იცვლება მხოლოდ იმავეში, ანუ მაცივარი – მაცივარში, ტელევიზორი – ტელევიზორში და ა.შ.  

M: ვის შეგვიძლია და როგორ უნდა ჩავერთოთ Trade in-ის კამპანიაში?
კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია…. ვისაც ტექნიკის განახლება სურს, მის შესაძენად ფეხს ითრევს, საჭირო ფინანსებს ეძებს, ან თვიურ ხარჯებს ამოწმებს…

რაც შეეხება კამპანიაში მონაწილეობას, რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო:

  • მოძველებული ტექნიკის „ელიტ ელექტრონიქსის“ უახლოეს მაღაზიაში მოტანა და ჩაბარება (თუმცა,
    სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, ყველა რეგიონის მასშტაბით, ელიტ სერვისის გამოძახება და ტექნიკის მდგომარეობის ადგილზე შეფასება);
  • ნივთის ჩაბარების შემდეგ, ვაუჩერის მიღება; 
  • ახალი ტექნიკის შერჩევა და შეძენა. 

იმისთვის, რომ კამპანია მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობის ფორმას გაცდენოდა, სააგენტო Holmes&Watson-მა, მარკეტინგული აქტივობის ფარგლებში, ასეთი კრეატიული გამოსავალი შემოგვთავაზა – სახალისო სტატისტიკა ძველი ტექნიკის წლოვანების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ თუ გაზის ჩამრთველი 20-ჯერ მოგიძვრა, შენი მობილურის გაჩუქება 4-ჯერ გინდოდა, მაგრამ ისევ სახლში გაქვს, ტელევიზორმა თურქული სერიალის გამეორება 145-ჯერ აჩვენა, სარეცხმა მანქანამაც 3 ლიტრი წყალი დაღვარა –  შეგიძლია, პლატფორმაზე http://tradein.ee.ge/ გადასვლა და ახალი ტექნიკის შესაძენად მისაღები თანხის გამოთვლა.

ჩვენს კითხვაზე, რას უნდა მიაღწიოს ბრენდმა ამ კამპანიით და რა შემთხვევაში გადაწყვეტენ, რომ მან იმუშავა, სალომე დავითაშვილი გვპასუხობს:
პროექტის მიზანია, უახლესი ტექნიკა ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა მყიდველისთვის. ჩვენს მარკეტინგულ გადაწყვეტილებაზე, პროექტის ფარგლებში, უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წარმატებით მუშაობს, რადგან მისი გავრცელება ყველაზე აქტიურად სწორედ იმ შეუფასებელი არხით ხდება, რომელსაც ყველა მარკეტერი ესწრაფვის და რომელსაც word of mouth ჰქვია. ადამიანებისთვის ეს აქცია ძალიან ღირებულია და შესაბამისად, მათი ბუნებრივი ინტერესიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან მაღალია. ამიტომაც, კამპანია წლის ბოლომდე გრძელდება. 

 

[R]

განხილვა