3 აგვისტოს ბათუმში Elite-ის გორგილაძის ფილიალმა მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ბრენდმა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონების ახალი თაობა – Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8 – ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველები გაცნობოდნენ Samsung-ის უახლეს ინოვაციებს, დაეთვალიერებინათ ახალი მოდელები და დეტალურად გაეცნოთ მათი შესაძლებლობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Samsung-ის მომხმარებლები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, ბიზნესპარტნიორები და Samsung Georgia-ს წარმომადგენლები. სტუმრებმა კვალიფიციური ტრენერებისგან მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია პროდუქტის სპეციფიკაციებთან დაკავშირებით და ახლოდან გამოცადეს ფლაგმანები. ახალი მოდელები კიდევ უფრო მსუბუქი, თხელი და გამძლეა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულსა და პროდუქტიულს ხდის.

Galaxy Z Fold8 – სრულიად ახალი ფორმის, გამორჩეული დასაკეცი სმარტფონი, რომლის კონტენტზე ორიენტირებული ეკრანი, 4X3-ზე თანაფარდობა შექმნილია ვიდეოების ყურების საუკეთესო გამოცდილებისთვის. დიდი ეკრანი, გაუმჯობესებული მულტიტასკინგი, ძლიერი კამერა და Galaxy AI-ს ინტეგრირებული ფუნქციები, კონტენტის შექმნასა და ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო მარტივსა და საინტერესოს ხდის.
Galaxy Z Fold8 Ultra – Samsung-ის ყველაზე დასაკეცი პრემიუმფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ულტრათხელ დიზაინს, დიდ ეკრანს, პროფესიონალური დონის კამერას, გასაოცარ წარმადობასა და Galaxy AI-ს ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებს. ინოვაციური Flex Titanium ტექნოლოგიის დახმარებით, ეკრანი წარმოუდგენლად თხელი და გამძლეა, მასზე არსებული ნაკეცი კი პრაქტიკულად შეუმჩნეველი. მოწყობილობა შექმნილია მათთვის, ვისაც მაქსიმალური პროდუქტიულობა, მულტიტასკინგი და პრემიუმგამოცდილება სურს.
Galaxy Z Flip8 – კომპაქტური და ელეგანტური დასაკეცი სმარტფონი, რომელიც გამოირჩევა განახლებული გარე ეკრანით, გაუმჯობესებული კამერითა და AI-შესაძლებლობებით. მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი უამრავი ფუნქციის გამოყენება ტელეფონის გახსნის გარეშე.

ეს და სხვა არაერთი მახასიათებელი წარადგინეს პრეზენტაციაზე, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა Samsung Galaxy Z სერიების განვითარება და ბაზრის ლიდერობა. ადგილზე მოსულმა სტუმრებმა პრეზენტაციის მსვლელობისას ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღეს კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მოგვიანებით კი თავადვე გამოცადეს სამივე ფლაგმანის შესაძლებლობები.
ღონისძიებას Samsung Georgia-ს წარმომომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ Samsung-ის ერთგული მომხმარებლები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, ცნობილი სახეები და ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების ბოლოს ბრენდირებული საჩუქრებიც მიიღეს.

3 აგვისტოდან Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანები Galaxy Z Fold8 Ultra | Z Fold 8 | Z Flip 8 უკვე ხელმისაწვდომია Elite-ის ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში. ის მომხმარებლები, რომლებიც ერთ-ერთი პირველები შეიძენენ აღნიშნულ ფლაგმანებს, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ:

სამივე მოდელს საჩუქრად მოყვება Google AI Pro-ს 6-თვიანი უფასო აქტივაცია, რომელიც აერთიანებს AI-ფუნქციებსა და 5TB could მეხსიერებას.
ასევე, Galaxy Z Fold8 Ultra და Z Fold8-ს შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებენ Galaxy Buds 4 pro-ს, ხოლო Galaxy Z Flip8-ის შეძენისას Galaxy Buds 4-ს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ყურსასმენის ნაცვლად აირჩიოს უახლესი Galaxy Watch9 ან Watch Ultra2 50%-ამდე ფასდაკლებით.

შეიძინეთ სამსუნგი მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენელთან.
Elite – Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
[პარტნიორის კონტენტი]











