in

„კაცებო, დროა ჩვენც მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა!” – ელიტისა და ბოშის ერთობლივი კამპანია

კაცებო, დროა ჩვენც მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა!

ამ ფრაზით იწყება ელიტისა და ბოშის ერთობლივი კამპანია, რომლის მიზანიცაა, წაახალისოს საოჯახო საქმეებისა და ზრუნვის თანაბარი გადანაწილება.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებსა და ზრუნვას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები დასაქმებულებიც არიან და ოჯახის ფინანსურ პასუხისმგებლობებს ინაწილებენ, აუნაზღაურებელი შრომა მაინც მათ ეკისრებათ.

ელიტმა, რომელიც ბოშის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში, გადაწყვიტა, ამ პრობლემას შეხებოდა. კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო „Playmakers“-მა იმუშავა.

 
„ეს თემა საკმაოდ მგრძნობიარე და პრობლემურია, ყველასთვის ნაცნობი. მისი გადაჭრის მრავალი მცდელობა გვინახავს. გადავწყვიტეთ, ჩვენ ოდნავ განსხვავებული მიდგომა გვეცადა. იმის ნაცვლად, რომ კაცებისთვის გვეთხოვა ან მოგვეთხოვა აუნაზღაურებელი შრომის გადანაწილება, ვცადეთ, მათთვის გვეჩვენებინა, რას კარგავენ ამის არგაკეთებით. კარგავენ საკმაოდ მნიშვნელოვანს და ღირებულს – დამოუკიდებლობას. მაშინ, როდესაც ქალები, პირიქით, ყველა მიმართულებით ცდილობენ და დიდი ძალისხმევით, თუმცა გამოსდით კიდეც დამოუკიდებლობის მოპოვება, კაცები მარტივი ამოცანების შესასრულებლად ჯერ კიდევ დამოკიდებულები არიან დედებზე, ბებიებზე და პარტნიორებზე. ამ აზრმა გვიბიძგა, რომ კამპანიაში ამოგვეყირავებინა სიტუაცია და ბოშის დახმარებით, ამჯერად კაცები გაგვეძლიერებინა. პროცესში კონსულტაციებს გავდიოდით UN Women-ის გუნდთან, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა“, – აცხადებს ფლეიმეიქერსის მმართველი პარტნიორი ნუკა შევარდნაძე.

კვლევებით კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ჩნდება: ხშირად შრომის არათანაბარ გადანაწილებას თავად ქალებიც უწყობენ ხელს, რადგან თვლიან, რომ კაცებს ეს უბრალოდ არ შეუძლიათ ან ცუდად გააკეთებენ, ამიტომ ურჩევნიათ, თავად მოაგვარონ, არ მიუშვან საქმესთან. ბოშის ტექნიკა ცხოვრებას ამარტივებს და საოჯახო საქმეების შესრულებას უადვილებს დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ კაცებსაც, რომლებიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამენ. ამის კიდევ უფრო ხელშესაწყობად, მცირე აქციაც წამოვიწყეთ: როდესაც ჩვენთან კაცი შეიძენს ბოშის შერჩეულ ტექნიკას, მისი ოჯახის წევრ ქალს ვასაჩუქრებთ სასტუმროს ვაუჩერით. მიზანი ერთია: როდესაც ტექნიკა სახლში მივა, მას კაცები დახვდებიან და შეეჩვევიან ბოშის დამოუკიდებლად გამოყენებას. გვიხარია, რომ ჩვენ ბოშთან ერთად კაცებსაც ვაძლიერებთ“, – აცხადებს ელიტის მარკეტინგის ხელმძღვანელი სალომე გზირიშვილი.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი კამპანია თიბისის მობაილბანკში – გახსენი საუკეთესო შეთავაზებები

Opera-ს ახალ AI ბრაუზერს კოდის წერა და თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა შეუძლია