27
Aug
2018

„ელექსირი“ – წყალი ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში იწარმოება

27 Aug 2018

Startauperi
Startauperi


რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული წყალი – „ელექსირი“ იწარმოება, რომლის გამოყენებაც დეზინფექციის, სიჯანსაჟის დაცვის, ჰიგიენის, შეწამვლის, ფილტრაციისა თუ სხვა მიზნებითაა შესაძლებელი. „ელექსირის“ მწარმოებელ კომპანია „ინო-ლაბში“ აცხადებენ, რომ ეს არის წყალი ტოქსინების გარეშე, მისი წარმოების ტექნოლოგია კი ავსტრიელი პარტნიორებისაგან იქნა შესწავლილი. პროდუქტს მინიჭებული აქვს InfoXgen სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიაა ევროპაში, ბიო პროდუქტების წარმოების დარგში. მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წყალი „ელექსირი“ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, იგი ჯანმრთელობისთვის უვნებელია.
ინოვაციური პროდუქტი „ელექსირი“ შექმნილია ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მნიშვნელობის გამო, ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას, არის ზრდის რეგულატორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა – დამზადებულია საქართველოში“, – აცხადებენ „ინო-ლაბის“ წარმომადგენლები. 

უფრო კონკრეტულად, როგორ იწარმოება „ელექსირი“, რომელ სფეროებში და როგორ შეიძლება პროდუქტის გამოყენება – ამ საკითხებზე „ინო-ლაბის“ დირექტორ – ზურაბ მჭედლიშვილთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

M: რა საჭიროება იყო საქართველოში „ელექსირის“ წარმოების კუთხით?
„ელექსირის“ წარმოების გადაწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, ევროპული ტექნოლოგია ეროვნული წარმოებით პრიორიტეტია. „ელექსირით“ ბიო პროდუქტების წარმოება ხდება, რაც ფერმერს 10 ჯერ მეტ შემოსავალს მისცემს. ანუ, ელექსირის გამოყენება ეკოლოგიურთან ერთად, ეკონომიკურადაც გამართლებულია და ძალიან საჭირო, ჩვენი ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისათვის.
M: გარდა აგროსექტორისა, რა მიმართულებებით  შეიძლება „ელექსირის“ გამოყენება?
წყალი „ელექსირი“ გამოიყენება სიჯანსაღის დაცვის მიზნით ჯანდაცვაში, როგორც ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალება, სოფლის მეურნეობაში, როგორც მოსარწყავი და შესაწამლი – საკვები საშუალება. ასევე, მრეწველობა, მეცხოველეობა-მეფრინველეობაში, ნატურალური, ჯანსაღი და მეტი რაოდენობის პროდუქტების საწარმოებლად და ა.შ.
გარდა ამისა, წყალი „ელექსირი“ გამოიყენება, როგორც სასმელი წყლის ფილტრაციისათვის, ასევე, აუზებისა და ხელოვნურ წყალსაცავებში წყლის ჰიგიენიზაციისათვის, როგორც ძლიერი ბაქტერიული და ოქსიდენტური საშუალება.
M: ამ ეტაპზე, „ელექსირის“ რა სახის პროდუქტებია ხელმისაწვდომი და სად შეუძლია მომხმარებელს მათი შეძენა?
ელექსირის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ანუ საიტიდან, ბოჭორმის 8-ში და ასევე, შეგიძლიათ მოიკითხოთ აგრომაღაზიებში. ამ ეტაპზე, წარმოებაშია სოფლის მეურნებისათვის განსაზღვრული 9 პროდუქტი: ელექსირი ვაზისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვისთევზისთვისხეხილისთვისმარცვლეული კულტურებისთვისკარტოფილისთვისსასათბურე კულტურებისთვის, მეღორეობისთვისა და მეფრინველეობისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში იგეგმება ჯანდაცვის კუთხით გაფართოება და 5 ახალი პროდუქტის წარმოება: ელექსირი ზედაპირებისათვის, ხელის ჰიგიენისათვის, კოღოების საწინააღმდეგოდ, წყლის დეზინფექსიითვის, აუზების დეზინფექციისთვის.
M: როგორია „ელექსირის“ გამოყენების პირობები/ინსტრუქცია და როგორ მოქმედებს ის?
ელექსირი 15 მდე პროდუქტს აწარმოებს, თითეული გამოიყენება განსხვავებული დოზირებითა და მიზნით. ზოგადად, ჩვენი პროდუქტი გამოიყენება 1-5% შერევით სასმელ წყალთან და სპობს მავნე ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების აბსოლუტურ უმეტესობას. დეტალური ინსტრუქციები მოცემულია საიტზე elixir.ge.

ელექსირი“ არის ძლიერი ანტიმიკრობული საშუალება და ხელს უშლის სხვადასხვა სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას, ამასთანავე, ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას, წარმოქმნის დამცავ საფარს მცენარეზე. კონცენტრატის გამოყენების შედეგად, მომხმარებელი იღებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, ბიო პროდუქტს“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

როგორც „ინო-ლაბში“ ამბობენ, სამომავლოდ, სხვადასხვა სიახლესთან ერთად, იგეგმება წარმოების არეალის გაფართოვება, ყოველდღიურ ცხოვრებაში „ელექსირის“ აქტიური ჩართვა ხელის ჰიგიენისათვის, წყლის დეზინფექციისთვის. ასევე, „ელექსირი“ გამოყენებული იქნება , როგორც სასმელი წყალი, რომელიც გამაჯანსაღებელი და სასარგებლო მინერალებით იქნება დატვირთული.

განხილვა