in

ქართული „ელექსირი“ საერთაშორისო მასშტაბით დაცული სავაჭრო ნიშანი გახდა

ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ WIPOელექსირის“ სავაჭრო ნიშანი და მისი ქართული კომპანიის კუთვნილება დაადასტურა, შედეგად „ელექსირის“ სავაჭრო ნიშნის საკუთრების ხელშეუვალობის დაცვა საერთაშორისო მასშტაბით მოხდება.

BOG
BOG

WIPO 1967 წელს შეიქმნა და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოებიდან ერთ-ერთი გახლავთ. მისი წევრი 193 სახელმწიფოა. ორგანიზაცია, მსოფლიოს მასშტაბით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და გაძლიერებისთვის 26 საერთაშორისო ხელშეკრულებისა და კონვენციის შესრულებას უწევს ზედამხედველობას.

„ელექსირისთვის“ გამოცემული სპეციალური სერტიფიკატით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურომ დაარეგისტრირა „ელექსირის“ ლოგოტიპი და დასახელება დადგენილი ფერებით სავაჭრო ნიშნად, ისეთ სექტორებში როგორიცაა: ქიმიური პროდუქტების წარმოება, ინდუსტრიული და სამეცნიერო მიზნებისთვის, ფარმაცევტული, ვეტერინარული, სანიტარული, ფუნგიციდური და სადეზინფექციო საშუალებების ინდუსტრია. მომხმარებლის ინტერესებისა და ბრენდის ამოცნობის მიზნით სხვა მწარმოებლის მიერ მისი გამოყენება შეზღუდა, თუ საკუთრივ „ელექსირი“ არ გამოხატავს თანხმობას.

საქართველოში „ელექსირის“ სავაჭრო ნიშანი, 2018 წლიდან, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ, სამრეწველო საკუთრების რეესტრშია რეგისტრირებული. მისი უნიკალური დიზაინი და ლოგოტიპი დაცულია საქართველოს კანონის შესაბამისად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.“

კომპანია „ელექსირი“ თავისი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპია, სწორედ ამ წარმატების ფორმულაა  მუდმივი კვლევა-ძიება, სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საწარმოში დასაქმებულთა რეგულარული გადამზადება.

„ელექსირისთვის“, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად ძალისხმევას არ იშურებს, WIPO-ს გადაწყვეტილება, საერთაშორისო დაცულობის უზრუნველყოფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

[R]

167 ჰექტარზე გაშენებული ჰიბრიდული ალვის ხეები სამეგრელოში – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

GEX – ქართული კრიპტო ბირჟა საერთაშორისო ასპარეზზე