in

ხელოვნება, როგორც მოსაწყენი რუტინისგან თავის დაღწევის საშუალება

მკვეთრი ფერთა პალიტრით, ელიზაბეთ ფაუერის ფერწერული ნამუშევრები მშვიდ და ნოსტალგიურ მომენტებს ასახავს — ყვავილებით, ვაზებითა და სანაპიროებით დაწყებული, მომხიბვლელი არქიტექტურით დამთავრებული. თითოეულ მათგანს კი მხატვრის ერთი „უჩვეულო თვისება“ აერთიანებს: როდესაც ხატვას იწყებს, პირველი რასაც აკეთებს, ტილოს ვარდისფერი ან ყვითელი აკრილის საღებავით დაფერვაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ყოველი ნახატი საოცარი ფერთა ჟღერადობით გამოირჩევა…

„მიყვარს ფერებითა და განათებით თამაში… თავისუფალი, ზედმეტი დამუშავებისგან დაცლილი ხარისხი. მიყვარს სცენის არსის აღბეჭდვა და, ამავდროულად, მკვეთრი ფერთა პალიტრის გამოყენება, რადგან ასე გამოვხატავ სურვილს, თუ როგორ მინდა, სამყარო რეალურად გამოიყურებოდეს: ოპტიმიზმითა და სიცოცხლით სავსე. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი ხელოვნება მოსაწყენი რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებაა“, — განმარტავს ელიზაბეთი.

როგორც აღნიშნავს, ამ განწყობის მიტანა სურს დამთვალიერებლებამდეც, რათა სიმშვიდისა და ბედნიერების მომენტი ბოლომდე შეიგრძნონ. ცხადია და არც თავად უარყოფს, რომ მასზე დიდი გავლენა იქონიეს ისეთმა დიდმა მხატვრებმა, როგორებიც იყვნენ მატისი, ბონარდი, ჰოკნი — ხელოვანებმა, რომლებიც ნათელ ფერებს იყენებდნენ, აბსტრაქციასა და სიმარტივეს ინარჩუნებდნენ. „არ მხიბლავს ჰიპერრეალიზმი. იმისათვის, რომ ნახატი დღევანდელ რეალობას შეესაბამებოდეს, საგრძნობლად უნდა განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც ირგვლივ ვხედავთ“.

Apple Music Classical — ახალი აპლიკაცია კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის

Guinness-ის რეკლამაში მომღერალი ლუდი გამოჩნდა