საგანმანათლებლო სააგენტო ell-ის ორგანიზებით, 24 თებერვალს Holiday Inn Tbilisi საერთაშორისო განათლების გამოფენას უმასპინძლებს. აქ სწავლის უცხოეთში გაგრძელების მსურველები საჭირო ინფორმაციას მიიღებენ უშუალოდ ამერიკული, ბრიტანული და ევროპული უნივერსიტეტების კოლეჯების თუ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებისგან.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, ხოლო კონსულტაციის მიღება უფასო.
ღონისძიების შესახებ უფრო ვრცელ დეტალებს კი ნარგიზა მაქაცარია, ell-ის ერთ-ერთი დირექტორი და დამფუძნებელი გვიზიარებს.
M: პირველ რიგში, ვისაუბროთ, რატომ უნდა დავინტერესდეთ გამოფენაში მონაწილეობით? ან ვისთვისაა განკუთვნილი?
სასურველია, გამოფენაში მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვინც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავს. ისინი ამერიკული, ბრიტანული და ევროპული უნივერსიტეტების კოლეჯების თუ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას. გაეცნობიან სასწავლო პროგრამებს, მიღების პირობებს, ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობებს (სტიპენდიებს), საცხოვრებელ პირობებს და ა. შ. თანაც პირდაპირი კომუნიკაციისთვის, თითოეული უნივერსიტეტის, კოლეჯისა და საზაფხულო სკოლის წარმომადგენელს გამოყოფილი ექნება საკუთარი მაგიდა.
საგულისხმოა, რომ გამოფენა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის კომპლექსური იქნება: საზაფხულო სკოლები 12-17 წლამდე მოზარდებისთვის; სასკოლო პროგრამები 14-18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის ( GCSE, A Level, IB); საუნივერსიტეტო-საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამები (17-35 წლამდე).
M: „ი ელ ელ“ ყოველწლიურად ატარებდა საერთაშორისო განათლების გამოფენას, წელს რას სთავაზობთ გამოფენაზე მოსულებს?
პრესტიჟულ ბრიტანულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ კოლეჯებთან ერთად, ასევე წარმოდგენილი იქნება საკმაოდ ბიუჯეტური ევროპული უნივერსიტეტები, სადაც სწავლის ღირებულება წელიწადში 5-6 ათას ევროს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საკმაოდ გაიზარდა ბრიტანულ უნივერსიტეტებში წამსვლელთა რაოდენობაც. თავის მხრივ, ეს ძირითადად განპირობებულია ახალი ბრიტანული რეგულაციებით, რაც სწავლის შემდგომ და ბრიტანული დიპლომის მიღების შემთხვევაში, 2-წლიან დასაქმების პერსპექტივას გულისხმობს იქაურ კომპანიებში.
ბრიტანულ უნივერსიტეტებს ის უპირატესობაც აქვს, რომ ოთხწლიანი პროგრამის გავლის გარეშეც, პირდაპირ სამწლიან საბაკალავრო პროგრამაზეც შეიძლება ჩარიცხვა — უბრალოდ, მხოლოდ იმ წარმატებული მოსწავლეებისთვის, რომლებიც კერძო სკოლას 3.5 საშუალო ქულით ან საჯარო სკოლას 4.0 საშუალო ქულით ამთავრებს; ამავდროულად, აქვს არანაკლებ 6.5 IELTS ქულა ინგლისურ ენაში.
M: ახსენეთ სასტიპენდიო პროგრამები... რა პროგრამებზეა სტიპენდიების მოპოვება შესაძლებელი?
სასტიპენდიო პროგრამებიდან წარმოდგენილი იქნება:
- ნაწილობრივი სტიპენდიები ამერიკის უნივერსიტეტები (10 000 — 20 000დოლარი ) , ბრიტანეთის უნივერსიტეტები (2000 — 3000ფუნტი );
- 26 თებერვლიდან მარტის ბოლომდე ყველა სტუდენტი, რომელიც ell-ის საშუალებით გააგზავნის მითითებულ უნივერსიტეტებში აპლიკაციას და დააკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს ( IELTS UKVI 5.5 ), სააგენტო ნაწილობრივ სტიპენდიებს სთავაზობს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, იტალიაში, ლიტვაში და ა. შ.
M: თუკი საერთაშორისო განათლების გამოფენის შემდეგ სტუდენტმა გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში ან ევროპაში, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში?
პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოგვმართოს — ell-ის ოფისში, ვაჟა-ფშაველა 30ა-ში. სწორედ აქ გაივლის გასაუბრებას, შეავსებს საუნივერსიტეტო აპლიკაციას და წარმოადგენს სათანადო დოკუმენტაციას, რომელსაც უკვე ჩვენ გავგზავნით მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში.
ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ უნივერსიტეტში მისაღებ მოთხოვნებს, ell-ის ინგლისური ენის ცენტრის მასწავლებლები მოამზადებენ IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდებისთვის. ასევე, ვამზადებთ საზღვარგარეთ წამსვლელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს A- Level, GSCE-ის მათემატიკაში GMAT და SAT-ის გამოცდებისათვის.
M: იქნებ, უფრო დეტალურად გვითხრათ საზაფხულო სკოლების შესახებ?
საგანმანათლებლო სააგენტო ell 9-დან 18 წლამდე მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლებში სწავლის შესაძლებლობას შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი ესპანეთი, შვეიცარია, მალტა, კვიპროსი (ლონდონი, კემბრიჯი, ოქსფორდი, ბრაიტონი, მანჩესტერი, ლივერპული, ნიუ-იორკი, ბოსტონი, ლოს-ანჯელესი, პარიზი, ნიცა, ბერლინი, მიუნხენი, ჟენევა, ბარსელონა, მადრიდი და ა. შ.).
საზაფხულო პროგრამების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- აკადემიური პროგრამები: ბიზნესი, მედიცინა, სამართალი, ხელოვნება, მეცნიერება;
- ენას + ხელოვნება და დიზაინი: ფოტოგრაფია, ხატვა, დრამა;
- ენას + სპორტული აქტივობები : ფეხბურთი, რაგბი, ჩოგბურთი;
- Pre A-Level, Pre IB, Pre GCSE პროგრამები;
- Oxbridge-ის მოსამზადებელი პროგრამა;
- IELTS, Trinity, SAT კურსები;
- ლიდერთა სკოლა/ კრიტიკული აზროვნება.
საზაფხულო სკოლის სრული პაკეტი მოიცავს:
- ენის გაკვეთილებს დღის პირველ ნახევარში;
- ცხოვრებას, სამჯერად კვებას და სამედიცინო დაზღვევას;
- შემეცნებით,აკადემიურ, კულტურულ, სპორტულ გამაჯანსაღებელ და გასართობ პროგრამებს;
- სრულ და ნახევარ დღიანი ექსკურსიებს კვირის განმავლობაში;
- აეროპორტში დახვედრა-გაცილებას.
ღირებულება დამოკიდებულია სკოლის მდებარეობასა და პროგრამის სპეციფიკაზე.
საზაფხულო სკოლაში გამგზავრება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, მინიმუმ 2 კვირით.
მონაწილე უნივერსიტეტები:
ამერიკა: Drew University, New Jersey; Hofstra University New York ; Saint Louis University; Colorado state University, USA;Oregon State University, USA; George Mason University, Washington DC; Suffolk University Boston; Marshall University West Virginia; Illinois State University; The University of Arizona; Montclair State University New Jersey; Thomas Jefferson University Philadelphia; The University of Oklahoma; University of Massachusetts Boston.
დიდი ბრიტანეთი: Newcastle University; University of Manchester; City University London ; University of Exeter; Lancaster University; University of East Anglia; Manchester Metropolitan University; Queens University Belfast; University of Stirling; Brunel University London; University of Leicester.
კოლეჯები: Abbey DLD colleges London, Cambridge, Manchester; Bath Academy UK; David Game College London; Kensington Academy.
ევროპა: ISM University of Management and Economics Lithuania; EU Business School Barcelona Munich Geneva; Culinary Arts Academy Switzerland; Hotel Institute Montreux; Lancaster University Leipzig Germany; EKA University of Applied Sciences Riga; TSI Transport and telecommunication institute Riga.
საზაფხულო სკოლები 12-19 წლამდე მოსწავლეებისთვის: Academic Summer Schools London, Bristol, Taunton UK; Prague Summer School; EU Business School Barcelona.
[პარტნიორის კონტენტი]