26
Nov
2018

მესტია 2019 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის – ELLE-ს ექსპერტების შეფასება

26 Nov 2018

ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს, კერძოდ, ცნობილ ფრანგულ გამოცემა ELLE-ს ბრიტანულმა რედაქციამ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო, უფრო კონკრეტულად კი, მესტია დაასახელა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, – წერს ELLE.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სვანეთში მოგზაურობისას ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო აქტიურ სტუმრებს აუცილებლად ურჩევენ ხალდის მყინვარზე ასვლას და უშბასთან მდებარე ტბების ნახვას.

„გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ სვანური სამზარეულო – მათ შორის კუბდარი და თაშმიჯაბი“, – ნათქვამია სტატიაში.

ELLE-ს ექსპერტები ტურისტებს ურჩევენ, საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში ეწვიონ. მათივე თქმით, ასევე რეკომენდებულია საქართველში შემოდგომაზე ჩასვლა, განსაკუთრებით, თუ მოგზაურები კახეთს სტუმრობენ.

წყარო: 1TV

განხილვა