ბრაზილიურმა ELLE-მა თავისი დეკემბრის თვის ნომრისთვის ახალი, ორიგინალური კამპანია შექმნა. ბრენდმა 2017 წლის ბოლო ჟურნალი ხელოვნებას მიუძღვნა და ამის აღსანიშნავად ცნობილი ნახატები გაათანამედროვა. ვენერას დაბადება, კივილი, კოცნა და მონა ლიზა სწორედ ის შედევრებია, რომლებიც ELLE-მა თავისი მოდელების დახმარებით გააცოცხლა. შეიძლება ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდეს გასული საუკუნეების ფერწერული ტილოების ასეთი გარდასახვა, თუმცა, ამასთან საკმაოდ ორიგინალური და ლამაზიცაა.



















