in

„არ დამალო ძალადობა” -The Body Shop-ისა და Elliot-ის სოციალური ექსპერიმენტი

კოსმეტიკური საშუალებების საერთაშორისო ბრენდი The Body Shop, სააგენტო Elliot-თან ერთად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში ჩაერთო. მათ სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს – გამვლელებს, სპეციალური მონიტორით, საკუთარ სხეულზე აჩვენეს, რა კვალი შეიძლება დატოვოს გენდერულმა ძალადობამ. 

სანამ ამ კამპანიაზე გიამბობთ, შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1999 წელს აღიარა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო – 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში, მმართველმა დიქტატორმა რაფაელ ტრუხილიომ​ სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობა შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს. ასეთი ისტორიული მოვლენები უძღოდა წინ ამ თარიღს. გაეროს ოფიციალური აღიარების შემდეგ კი, 25 ნოემბრიდან, 19 დღის განმავლობაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეებია.

„პანდემიის გავრცელების შემდეგ, მთელს მსოფლიოში, ქალთა მიმართ ძალადობა კიდევ უფრო გაიზარდა – გაეროს მონაცემებით, დღეს, ყოველი მესამე ქალი ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის ოჯახის წევრებისგან. ამ თემაზე საუბარი მაისიდან დავიწყეთ, გვინდოდა გვერდში დავდგომოდით ასეთ ქალებს. ჩვენი სოციალური ექსპერიმენტიც ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს თანაგრძნობა გაუჩნდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მეზობელია, მეგობარია თუ უბრალოდ ნაცნობია – ნუ იქნებით გულგრილნი და ნუ იფიქრებთ, რომ ეს სხვის თავს ხდება და თქვენ არ გეხებათ. რაც შეეხება კამპანიის ფორმატს, ეკრანის დამონტაჟებით გვინდოდა, ნებისმიერ გამვლელს საკუთარ სხეულზე ენახა, რა მოსდის ძალადობის მსხვერპლ ქალებს. შესაძლოა, ასე უფრო მეტი თანაგრძნობა გაუჩნდეს საზოგადოებას და აღარ იფიქროს, რომ ეს სხვისი საქმეა და არ არის გამორიცხული, ერთ დღეს, ნებისმიერ ჩვენთაგანი აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი“, – ამბობს Body Shop-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ირინა ადეიშვილი. 

კამპანიაზე, როგორც უკვე გითხარით, Body Shop-თან ერთად, სააგენტო Elliot-მა იმუშავა. მათ შექმნეს Soft, რომლის საშუალებითაც, ეკრანზე შეხედვისას, ექსპერიმენტის მონაწილეებს, სახეზე სილურჯეები უჩანდათ.

„ამ ფორმით, გვინდოდა, ადამიანებს ემპათია გასჩენოდათ ძალადობის მსხვერპლი ქალები მიმართ. იმ სტერეოტიპს, თითქოს, რაც ოჯახში ხდება, სხვას არ ეხება, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალადობა მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა არ არის. ამიტომ, ამ კამპანიით გვინდა, ყველას ვუთხრათ, არ დამალონ ძალადობა, ნუ გაჩუმდებიან, თუ კი ასეთი ფაქტის შესახებ იციან“,  – ამბობს Elliot-ის ექაუნთ მენეჯერი ნუცა გულდედავა

მისი თქმით, Body Shop-სა და Elliot-ს ამ მხრივ საერთო ღირებულებები აქვთ. ამიტომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალში CSR-ის ფარგლებში გააგრძელებენ აქტივობებს. მით უმეტეს, რომ კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი, საერთაშორისო დონეზეც, მუდმივად ქალების გვერდით არის და არაერთი კამპანია გაუკეთებია მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – თქვენც, ახლა ამ სტატიას რომ კითხულობთ, თქვენივე გაჯეტით ძალიან მალე შეგეძლებათ The Body Shop-ის სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობა – ბრენდის Facebook და Instagram გვერდებზე, სპეციალური ფილტრით, საკუთარ სხეულზე დაინახავთ, რა ემართებათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

„კამპანიის ეს ნაწილი მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს ემპათია და გაავრცელოს იგივე გზავნილი სოციალურ მედიაში. ყველა ერთად, ნამდვილად შევძლებთ ამ სიტუაციის შეცვლას. მთავარია, არ გავჩუმდეთ, არ აქვს მნიშვნელოbა, ჩვენს თავს ხდება ეს, თუ ნაცნობი, მეზობელი, მეგობარ ქალია ძალადობის მსხვერპლი“.

„გუგლმა“ იდეალური სამუშაო გარემოს მითი რეალობად აქცია – Google Workspace-ში ყველაფერია შენი კომფორტისთვის

სტივ ბლანკი „სტარტაპ გაინდის“ ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერი იქნება