31
Dec
2018

ჩვენ ერთად ვართ და ერთად ელიოტი ვართ! – სააგენტო Elliot Webber-ის #აზრები

31 Dec 2018

M2


თუ ფიქრობთ, რომ წარმატებული წელი ნიშნავს უპრობლემო, მარტივ მოგზაურობას, როცა ყველა ჩანაფიქრი გამოგდით, იმედები უნდა გაგიცრუოთ. წარმატებას სწორადაც რომ უსწორმასწორო გზა ქმნის. ჩვენც ბევრი აღმართი და დაღმართი გამოვიარეთ. მხოლოდ ჩვენი ახალი სახლის აღმართი რად ღირს, რომელსაც დაპირებული ორი კვირის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აგებდნენ. უძილო ღამეები, სტრესული საუბრები, ბევრი ორჭოფობა, ბევრი დანაკარგი და მაინც, ყველაზე მეტი სიცილი გვქონდა.

წელს, ელიოტის კედლებში ყველაზე ხშირად ორი ფრაზა ისმოდა: “რა ხდება?”, რომელსაც კომპლექტში მოყვებოდა უამრავი შორისდებულიეჰ, ვახ, აუ... სევდიანი გამომეტყველება, აჩეჩილი მხრები, ხშირ შემთხვევაში თმაც, და მეორე, არაუშავს, მოვიხოდებით”, რომელიც თავიდან კარგადაც არ ისმოდა, მაგრამ ნელნელა ძალა მოიკრიბა, უფრო ხმამაღალი, გამბედავი და დამაჯერებელი გახდა.  

რომ შეგვეძლოს დროის უკან დაბრუნება, პრობლემებისა და მარცხის თავიდან აცილება, მაინც არაფერს შევცვლიდით. წლევანდელმა გამოცდილებამ აღმოგვაჩენინა, რომ მთავარი არაა, წააგებ თუ მოიგებ, ან რას აგებ და რას იგებ, მთავარია, ვისთან ერთად ხარ, ვისთან ერთად იბრძვი. სირთულეებმა ახლიდან გაგვაცნო, დაგვაახლოვა მთელი გუნდი, გვასწავლა ერთმანეთის გვერდში დგომა, პატივისცემა და უბედურების ჟამს კარგი ხუმრობის ფასი, რის გამოც ხშირად პატივისცემის ნაწილზე თვალის დახუჭვაც გვიწევს.

შევიკარით ელიოტის ოჯახი და შევქმენით ისეთი გარემო, სადაც ყველას შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს, იყოს ბოლომდე გულწრფელი და დარწმუნებული, რომ მას ასეთს მიიღებენ და ეყვარებათ, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ვიზიარებთ ცუდ და კარგ ამბებს, ემოციებს.  ჩვენთან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანებისთვის, ასევე კატის, ძაღლის, მათი შიშით შეპყრობილების, თერიკას, სმუზ ჯაზისა და (მხოლოდ ის, რაც 70-იანებში შეიქმნას) მსმენელების, პოლიტიკისა და იუმორის და პოლიტიკური იუმორის მოყვარულებისთვისაც მოიძებნა ადგილი და ამ აურზაურში ყველაზე ხმამაღალი, მხოლოდ გადამდები სიცილი, გაფუჭებული გამათბობლის ხმა და დილაობით იოგასშერკინებული ელიოტელების მედიტაციაა.

ასეთი გამოწვევებით დატვირთული, მძიმე წლის მერე მივხვდით, რომ სხვებსაც უფრო ახლოს უნდა გავაცნოთ “ელიოტ ვებერი”, დავმეგობრდეთ, უნდა დავივიწყოთ ფორმალობები, გადავიდეთ შენობით ურთიერთობაზე და ყველას ვაჩვენოთ, თუ ვინ ვართ ჩვენ – ელიოტი.

და მაშინ, რომ მივუბრუნდეთ, როგორი იყო 2018 წელი ელიოტისთვის?

ნამდვილად წარმატებული და საუკეთესო. წლის ბოლოს კი ძალიან, ძალიან გაგვიხარდა. მიზეზს არც ახლა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ერთად გაგვიხარდა და 2019 წელსაც მოუთმენლად ველით, აღარაფრის გვეშინიაჩვენ ერთად ვართ და ერთად ელიოტი ვართ!

განხილვა