ახლახან ლეგენდარულ ფოტოგრაფ ელიოტ ერვიტს Leica-ს დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა. ამასთან დაკავშირებით კი მან საკულტო ფოტოები შეარჩია — მათში შვიდი ათწლეულის ვიზუალური ამბებია მოქცეულია. ერვიტი შავ-თეთრი გულწრფელი ფოტოებითაა ცნობილი, თითოეული მათგანი კი სახასიათო განწყობას ატარებს. „ფოტოგრაფია რაღაცების შემჩნევა და მათი ორგანიზებაა. უბრალოდ იმაზე უნდა იზრუნოთ, რაც თქვენ გარშემოა და ცნობისმოყვარე თვალი კაცობრიობის, ადამიანური კომედიისკენ მიმართოთ“.
ერვიტმა პროფესიონალი ფოტოგრაფის სტატუსით გადაღება 1948 წელს დაიწყო.