ილონ მასკი რომ მუსიკოსის ამპლუაში მოევლინებოდა მსოფლიოს, ოდესმე თუ გიფიქრიათ?! ეს დროც დადგა – SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ავტორობით [ტექსტი, ვოკალი] ელექტორნული ჟანრის სიმღერა Soundcloud-ზე გამოჩნდა – “Don’t Doubt ur Vibe”, პლატფორმაზე, ხმის ჩამწერმა სტუდია Emo G Records-მა ატვირთა.
„[ამ სიმღერისთვის] მე დავწერე სიტყვები და ჩავწერე ვოკალი“ – წერს ილონ მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, რომელსაც, სახელიც შეუცვალა და ახლა მის „ექაუნთს“ “E ‘D’ M” [ელექტრონული საცეკვაო მუსიკა] ჰქვია. სოციალურ ქსელში განათავსა, სიმღერის ჩაწერისას, სტუდიაში გადაღებული ფოტოც.
— Elon Musk (@elonmusk) January 31, 2020












