in

ილონ მასკის თქმით, Tesla-ს ახალი თაობის ელემენტით აღჭურვილი მანქანა $25,000 ეღირება

veon
veon

Tesla-ს ღონისძიებაზე, რომელიც ავტომობილების ელემენტების ახალი ტექნოლოგიის გაცნობას ისახავდა მიზნად, Tesla-ს CEO-მ – ილონ მასკმა, 2023 წლისთვის, დააანონსა ისეთი ელექტრომანქანის შექმნა, რომელიც 25000 დოლარი ეღირება. ამის მიღწევა კი ახალი თაობის ელემენტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან, Tesla ელემენტების საკუთარ ქარხნებში დამზადებას დაიწყებს და ამ მხრივ, აღარ იქნება დამოკიდებული იაპონურ Panasonic-სა და სამხრეთკორეულ LG-ზე. ეს ფაქტი კი კომპანიას ხარჯებს საგრძნობლად შეუმცირებს, რაც Tesla-ს ფასზე აისახება. გარდა ამისა, ილონ მასკის თქმით, Tesla-ს ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ელემენტი, წინამორბედთან შედარებით, ხუთჯერ მეტ ენერგიას დაიტევს, ერთი სრული დამუხტვისას კი 16%-ით მეტი მანძილს გაივლის.

მაია სუმბაძის დეტალებზე აგებული შემოქმედება

Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition)-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო