in

რას გვთავაზობს ილონ მასკის ჩეტბოტი Grok?

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ილონ მასკი ChatGPT-ის კონკურენტ Grok-ს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. თუმცა ზუსტად ისეთი რომ არ იქნება, როგორიც სხვა ჩეტბოტები, ამის პროგნოზირებისთვის მხოლოდ ილონ მასკის არსებობაც კმარა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, როგორც გავიგეთ, Grok-ს ისეთ თემებზე სურს ლაპარაკი, რომლებიც, როგორც წესი, სხვა ჩეტბოტების საზღვრებს სცდება — იქნება ეს პოლიტიკური თეორიები თუ კონსპირაციები. ამასთან, ნაკლებად მორიდებული სასაუბრო ენა ექნებაო, ამბობენ. მაგალითად, კითხვაზე, თუ რომელ სიმღერას შეგიძლიათ მოუსმინოთ შობისთვის, გიპასუხებთ, რა ჯანდაბასაც გინდათ, იმას მოუსმინეთ“-ო

თუმცა სინამდვილეში Grok-ის ყველაზე დიდი გაყიდვის წერტილი რეალური დროის X მონაცემებზე წვდომის ირგვლივ ტრიალებს — იმ უნარის, რომელიც არცერთ სხვა ჩეტბოტს აქვს. თუ ჰკითხავთ, რა ხდება დღეს AI-ში, უახლეს სტატიებზე დაყრდნობით მოგაწვდით პასუხს მაშინ, როცა ChatGPT ბუნდოვნად გპასუხობთ, რითაც შეზღუდული მონაცემების პრობლემა აშკარად იკვეთება.

როგორ მუშაობს Grok?

Grok ილონ მასკის AI სტარტაპის xAI-ის პროდუქტია. მის უკან კი გენერაციული AI მოდელი სახელწოდებით Grok-1 დგას, რომელსაც თვეების მანძილზე ათიათასობით GPU-ზე ავითარებდნენ. რაც შეეხება მონაცემებს, რომლებზეც იგი გაიწვრთნა, გასული წლის მესამე კვარტლით თარიღდება, თუმცა აქვე ახსენებენ ადამიანი ასისტენტების უკუკავშირსაც, რომლებსაც xAI AI მასწავლებლებად მოიხსენიებს.

Grok-1-ს ისეთივე უნარები აქვს, როგორც მეტას ღია კოდის Llama 2-ს. თუმცა xAI-ის მიხედვით, OpenAI-ის GPT-3.5-ზე ბევრად უკეთესია. ხოლო ადამიანების უკუკავშირი ან ადამიანების უკუკავშირისგან გაძლიერებული სწავლება (RLHF) დღეს AI ჩეტბოტებმა კარგად აითვისეს… ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგია მოდელებისთვის იმის დასასწავლად, თუ როგორ მიჰყვნენ ინსტრუქციებს, თუმცა სრულყოფილი ნამდვილად არ არის. ისევე როგორც სხვა მოდელებში, Grok-საც აქვს ჰალუცინაციების, არასწორი ინფორმაციებისა თუ თარიღების პრობლემა. 

რაც შეეხება კითხვებს, რომლებიც ჩეტბოტის ცოდნის ბაზის მიღმა გვრჩება, Grok X-ში არსებულ ინფორმაციებზე რეალური დროის წვდომით სარგებლობს და, ChatGPT-ის მსგავსად, ინტერნეტში ძიების ფუნქციაც აქვს, რაც საშუალებას აძლევს მას, მოიძიოს უახლესი ინფორმაციები კონკრეტულ თემაზე ინტერნეტში. აღსანიშნავია ისიც, რომ მასკი უკვე დაგვპირდა მოდელის გაუმჯობესებას Grok-1.5-ის ვერსიაში, რომელიც ამ წლის ბოლოსკენ უნდა გამოვიდეს…

როგორ მივიღოთ Grok-ზე წვდომა?

ჯერ საჭიროა X-ის ექაუნთი გქონდეთ, შემდგომ კი X Premium+-ისთვის თვეში 16$-ის, წელიწადში კი 168 დოლარის გადახდა დაგჭირდებათ. გამოწერის ამ ვერსიაში არც რეკლამები შეგხვდებათ და პოსტებისთვის შეიძლება, გადაგიხადონ კიდეც… Grok-ს X-ის გვერდითა მენიუში იპოვით. დიახ, ChatGPT-სგან განსხვავებით, ცალკე Grok-ის აპლიკაციას არ გვთავაზობენ და მასზე წვდომას მხოლოდ X-ის მეშვეობით მოახერხებთ. 

რა შეუძლია და არ შეუძლია Grok-ს?

ჩვეულებრივ ისეთ კითხვებს პასუხობს, როგორსაც სხვა ჩეტბოტები, მაგალითად მითხარი ხუმრობა, რომელია საფრანგეთის დედაქალაქი? და ა. შ. თუმცა მეტად სენსიტიურ კითხვებზე უარს გეტყვით, ასეთია: როგორ დავამზადო კოკაინი?“... თანაც, სხვა ჩეტბოტებისგან განსხვავებით, Grok მხოლოდ ტექსტებს იაზრებს, შესაბამისად, არც სურათების, არც ვიდეოებისა და არც აუდიოკონტენტის გააზრება შეუძლია. 

რას გვთავაზობს Grok-ის Fun და Regular რეჟიმები?

Grok ზუსტად ამ ორ რეჟიმს გთავაზობთ, ძირითადი Fun-ის რეჟიმია, რომელიც Regular-ით შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ. Fun-ის რეჟიმში ჩეტბოტი უფრო დაძაბულ, შემაწუხებელ რედაქტორულ ტონს იძენს, რომ უთხრათ ვულგარული იყავიო, ისეთი ენით გიპასუხებთ, რომელსაც ChatGPT-სგან ვერასდროს მოისმენთ… ამ რეჟიმში ადამიანებს შემდგომი სიტყვებითაც შეიძლება, მიმართოს: ჩემო ძვირფასო მეგობარო… 

რაც შეეხება Regular-ს, წინა რეჟიმთან ერთად, აქაც ბევრი შეცდომა შეგხვდებათ, უფრო მეტად კი მას კონკრეტული მოვლენების თარიღები ეშლება… თუმცა, Fun-ისგან განსხვავებით, მეტად სერიოზულ ტონს გვთავაზობს, აი, მაგალითად, შეუძლია ისრაელ-პალესტინის ომის შესახებ გონივრული პასუხი შემოგთავაზოთ.

როგორია Grok-ის პოლიტიკური ხედვა?

მასკი Grok-ს სიმართლის მაძიებელ AI-ად აღწერს, თანაც დასძინა, რომ, სამწუხაროდ, ChatGPT პოლიტიკურად სწორ ჩეტბოტად შექმნეს. Grok კი ამ ეტაპზე პროგრესული პასუხებით გამოირჩევა ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა სოციალური სამართალი, კლიმატის ცვლილებები და ტრანსგენდერთა იდენტობები. თუმცა ზოგი ამბობს, რომ მისი პასუხები უფრო მემარცხენეებისა და ლიბერალებისკენ იხრება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას ChatGPT აკეთებს… ამის პარალელურად, მასკმაც განაცხადა, რომ ჩეტბოტი მალე პოლიტიკურად ნეიტრალური გახდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ…

ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია

„ყველა ღიმილის უკან რაღაც ამბავი იმალება“ — Cheerz-ის კამპანია