9
Jul
2018

ილონ მასკის მორიგი გამოგონება! საბავშვო ზომის წყალქვეშა ნავი, ტაილანდელი ბავშვების გადასარჩენად! – UPDATE

9 Jul 2018

veon
veon


ბოლო 2 კვირაა, მსოფლიოს ყურადღება ტაილანდის ერთ-ერთი მღვიმისკენ არის მიპყრობილი, სადაც 23 ივნისს, 12 ტაილანდელი ბავშვი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი დასათვალიერებლად შევიდნენ, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო, უკან გამოსვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ბავშვებმა არ იციან ცურვა, რაც აბრკოლებს მათი გამოყვანის ოპერაციას. მღვიმეში ინტენსიურად აწვდიან საკვებსა და ჟანგბადის ბალონებს, თუმცა, მათი დროულად გამოყვანა თუ ვერ მოხერხდა, ბავშვებსა და მწვრთნელს, მოსალოდნელი მუსონური წვიმების გამო, მორიგი 120 დღის გატარება მღვიმეში შეიძლება მოუწიოთ. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, გამომგონებელმა ილონ მასკმა, ბავშვების დასახმარებლად, მცირე ზომის წყალქვეშა ნავი შექმნა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში ჩანს ნავის სიმულაციური გამოცდა. ვიდეორგოლები ილონ მასკმა Tweeter-ით გაავრცელა.

 

 

განხილვა