ილონ მასკი კიდევ ერთი ამბიციური პროექტით ბრუნდება — AI სტარტაპ Grokipedia-ს ავითარებს, პლატფორმას, რომელიც ვიკიპედიას უფრო ზუსტი და სიღრმისეული კონტენტით აჯობებს. თანაც, Grok-ის ჩეტბოტით არის აგებული…
აღსანიშნავია, რომ მასკი ყოველთვის აკრიტიკებდა ვიკიპედიას პოლიტიკური მიკერძოებებისა და არსებული სარედაქციო პრაქტიკის გამო… Grokipedia კი AI-ით გაუმჯობესებული ენციკლოპედია იქნება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტერფეისს დაეყრდნობა და არა, მოხალისე რედაქტორებს. მასკის მტკიცებით, გროკს შეუძლია ნახევრად სიმართლეების გაანალიზება, შეუსაბამობების გამოვლენა და მიღებული ჩანაწერების უფრო ობიექტურად გადაკეთება.
მიზანიც ამბიციურია და ჯერ არც ბევრი პრაქტიკული დეტალი ვიცით. მასკი ამბობს, რომ Grokipedia, შესაძლოა, პირდაპირ ინტეგრირდეს Grok-ის ჩატში და AI-ით გააანალიზოს ვიკიპედიის გვერდები. ეს კი ბადებს კითხვებს სანდოობის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად AI სისტემებიც გვთავაზობს შეცდომებს და ხშირად ფარულ მიკერძოებებსაც აძლიერებს.
თავად მასკი xAI-ის Grokipedia-ს ერთგვარ ტექნოლოგიურ რევოლუციად მიიჩნევს და ახალ მოდელს გვპირდება ცოდნის კურირებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. თუმცა ამგვარი მასშტაბის პროექტი ჩვენთვის ნაცნობი გამოწვევების წინაშე დადგება, კითხვები შემდეგია: როგორ უზრუნველყოფს AI სისტემა სიზუსტეს? ვინ იზრუნებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაზე? რითი დავიცავთ თავს მანიპულაციისგან?












