in ,

მარსის მომავალი ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

veon
veon

SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მარსზე მომავალი ეკონომიკა, შესაძლოა, კრიპტოვალუტაზე დაფუძნდეს.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მასკი პირველი ადამიანების გაგზავნას მარსზე 2024 წლისთვის გეგმავს, სადაც ამ დროისთვის უკვე იარსებებს დამოუკიდებელი ქალაქი.

SpaceX-ის Starlink ინტერნეტპროექტის მომსახურების პირობების თანახმად, წითელ პლანეტაზე ნებისმიერი სამომავლო დასახლება “მარსს აღიარებს როგორც თავისუფალ პლანეტას და დედამიწაზე არსებულ არც ერთ მთავრობას არ ექნება ავტორიტეტი ან სუვერენიტეტი მარსის საქმიანობაზე”. ილონ მასკის თქმით, სწორედ ეს არის მარსის დემოკრატიის საფუძველი.

რენდი სეგალმა, Hogan Lovells-ის იურიდიული ფირმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე ყველას თანაბრად გვაქვს უფლებები და პასუხისმგებლობა მონიჭებული. ეს არის სივრცე, რომლის გაზიარებაც ყველას შეუძლია.

ხელოვნური ინტელექტის მკლევარ ლექს ფრიდმენის ონლაინ დისკუსიას Twitter-ზე, ილონ მასკი გამოეხმაურა და განაცახად, რომ “მარის ეკონომიკა კრიპტოვალუტით იმუშავებს”. თანაც, სავარაუდოა, რომ პლანეტა მარსზე Dogecoin-ს გამოიყენებენ, რადგან ის ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გასულ კვირას, Dogecoin–ის ფასი მესამედზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა მასკმა შეცვალა Twitter–ზე „Dogecoin– ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი“ დაიწერა და დათვითა: “One word: Doge“.

 

“ლექსმა ყველაფერი იცის” – ცოტა რამ სიტყვის ფესტივალი 2020-ის შესახებ

მართე ენერგია და არა – დრო!