7
Nov
2018

ილონ მასკის კოსმოსური მანქანა მარსს გასცდა

7 Nov 2018

მანეკენი, რომელიც Tesla Roadster-ის საჭესთან იჯდა, მზის სისტემის პლანეტას მიუახლოვდა და გასცდა კიდეც. ამ ინფორმაციას tweeter-ზე კომპანია SpaceX ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კოსმოსური რაკეტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ SpaceX ასტრონავტი მანეკენი Starman კოსმოსში, ჯერ კიდევ, 2018 წლის თებერვალში გაამგზავრა. “შემდეგი გაჩერება იქნება რესტორანი სამყაროს დასალიერში” – აცხადებს SpaceX სერიალის A Hitchhiker’s Guide to the Galaxy სტილში.

 

 

SpaceX-მა, რომელსაც სათავეში ილონ მასკი უდგას, Starman-ისა და Tesla-ს კოსმოსში გაშვებით, წლის დასაწყისში დიდი ხმაური გამოიწვია. მასკის თქმით, კოსმოსური ხომალდის კოსმოსში გაშვება ბეტონისა და ფოლადის ტვირთთან ერთად იგეგმებოდა, თუმცა, Falcon Heavy-ს სხვა ბედი ელოდა.
“მოცდა ძალიან მოსაწყენი მომეჩვენა” – თქვა მასკმა კომენტარში, – “რასაკვირველია, ყველაფერი მოსაწყენი საშინელია. ამიტომაც მივიღეთ ეს უჩვეულო გადაწყვეტილება, რამაც მძაფრი შეგრძნებები მოგვიტანა”.

გაშვების დროს, Roadster-ში დევიდ ბოუის Space Oddity იყო ჩართული. Starman-ს სრულად ფუნქციური კოსმონავტის ფორმა ეცვა. ამგვარად, კომპანიას კოსტიუმის გამძლეობის შემოწმება სურს.

განხილვა