in

$100 მილიონი ნახშირჟანგის “მოპოვების” ტექნოლოგიის სანაცვლოდ – ილონ მასკის კონკურსი

ეს კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება

veon
veon

Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ხუთშაბათს თავისი ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ შეგვატყობინა – კონკურსი, რომელიც მიზნად ჰაერიდან ნახშირბადის ატომების გამოცალკევების უფრო ინოვაციურ ტექნოლოგიების შექმნას ისახავს.

“პრიზის სახით, 100 მილიონ დოლარს ვჩუქნი ნახშირჟანგის”მოპოვების” საუკეთესო ტექნოლოგიის შექმნისთვის” – ამბობს მასკი.

მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსის  ნაცვლად, ილონ მასკმა დაიკავა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ადგილი, ბიზნესმენმა და გამომგონებელმა გადაწყვიტა, ხალხისგან მიეღო რჩევა, თუ სად დაებანდებინა საკუთარი ფული. “კრიტიკული უკუკავშირი ყოველთვის ფასდება, ისევე, როგორც ფულის შეწირვა, რომელიც მართლა ცვლილების და განსხვავების მომტანია” – წერს ილონ მასკი “თვითერზე”.

ახლა კი, ტექნოლოგიის იდეა, რომლის შესახებაც მასკი საუბრობს, საზოგადოების ფართო მასებში დიდ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს. მას მხარი აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაუჭირა.

ნახშირჟანგის “მოპოვებისა” და მისი გაწმენდის შესახებ უფრო ცხადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, კონკრეტულად რას გულისხმობს და ემსახურება ის – მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გამოყოფილი ნახშირჟანგიდან უნდა გამოიყოს პოტენციურად მავნე ქვე-პროდუქტი. ეს, კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რატომ უნდა ვიყოთ ქართულ Wikipedia-ზე და როგორაა ეს შესაძლებელი?

ნახეთ: აღმოაჩინეს ძვლები, რომლებიც შესაძლოა უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდეს