in

ილონ მასკი NFT ხელოვნების ნიმუშს ყიდის!

მე ვყიდი ამ სიმღერას NFT-ის შესახებ, როგორც NFT-ის

მილიარდერმა “Tesla-ს ტექნომეფემ”, ანუ ილონ მასკმა, განაცხადა, რომ თავის Twitter-ზე გამოყვენებულ პატარა ვიდეოს NFT-ის სახით გაყიდდა. ერთმა პიროვნებამ კი უკვე შესთავაზა $1.1 მილიონზე მეტი.

სოციალურ ქსელში ვიდეო ორშაბათს გამოჩნდა. სიმართლე რომ ითქვას, მასში არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, თუმცა საქმე ილონ მასკს და ამ ეტაპისთვის მეტად პოპულარულ ხელოვნების მიმდინარეობას ეხება… ტექნო სიმღერის ფონზე, რომლის ტექსტიც სწორედ NFT-ის უკავშირდება, ტრიალებს ოქროს თასი. “მე ვყიდი ამ სიმღერას NFT-ის შესახებ, როგორც NFT-ის” – ამბობს მასკი.

თავის მხრივ, სიმღერა გვარწმუნებს, რომ “NFT ჩვენი თავმომწონეობაა. კომპიუტერებს არასდროს სძინავთ. ეს გადამოწმებულია. ეს გარანტირებულია”.

NFT არსებითად ნამდვილობის სერთიფიკატია, რაც კონკრეტული ციფრული ნამუშევრის ინდივიდუალურ ფლობას ადასტურებს. შესაძლოა, ზოგიერთმა ისიც კი იფიქროს, რა საჭიროა ციფრული გამოსახულების “მფლობელობაო”? თუმცა კარგად დაფიქრდით… სულ ახლახან კრისტის აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა NFT ნამუშევარი.

“ღირებული” ბლოკჩეინის სოციალური მედია პლატფორმის თანახმად, ვიდეო იქამდე დარჩება “თვითერზე”, ვიდრე ვინმეს მფლობელობაშ არ გადაინაცვლებს.

როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი ძალიან მოხიბლა ხელოვნების ამ მიმდინარეობამ. მასკის მეუღლემ, მომრერალმა და მუსიკალურმა არტისტმა, გრიმსმა, 10 NFT ხელოვნების ნიმუში 6 მილიონ დოლარად გაყიდა.

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ ,,ფემინას“ შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მუსიკის მოსმენისას მთელი სამყარო თავდაყირა თუ დაგიყენებია, Apple-ის რეკლამა შენთვისაა!