ილონ მასკის აზრით, არსებობს „ძალიან მნიშვნელოვანი“ შეკითხვა, რომელიც საკმარისია გასაუბრებაზე დასვათ, ზუსტად გაიგებთ, რეალურად შეუძლია თუ არა აპლიკანტს პრობლემიდან გამოსავლის მოძებნა, გეგმის დასახვა და შემდეგ მისი გადაწყვეტა. SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ამ თემაზე World Government Summit-ზე, დუბაიში ისაუბრა.
„იქნებ, გაიხსენოთ თქვენი ყველაზე რთული პრობლემა და გვითხრათ, როგორ გადაჭერით ეს საკითხი?!“
„ეს შეკითხვა საკმარისია, მიხვდეთ, იყო თუ არა ეს ადამიანი, უშუალოდ პროცესში ჩართული, ანუ თავად იპოვა თუ არა გამოსავალი, დასახა ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმა და შემდეგ მიჰყვა ამ გეგმას. ადამიანებმა, ვინც რეალურად გადაწყვიტეს პრობლემა, ზუსტად იციან, ეს როგორ გააკეთეს, ყველა, თუნდაც, უმნიშვნელო დეტალი ახსოვთ. ასეთი კანდიდატები დაწვრილებით მოგიყვებიან, რა ბრძოლა გამოიარეს, რა სირთულეებს წააწყდნენ და პრობლემის მოსაგვარებლად რა სტრატეგია ჰქონდათ. რჩეული კანდიდატები, ამ შეკითხვაზე „რამდენიმეეტაპიან პასუხს“ გაგცემენ. ის, კი ვინც მხოლოდ თავს გაჩვენებთ, რომ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია, პირველივე საფეხურზე „გაიჭდება“. როცა მოკლედ და მშრალად ყვება, იცოდეთ, პრობლემების მომგვარებელთა შორის მხოლოდ ერთი, შემსრულებელი რგოლი იყო. მას, ვინც რეალურად მოიფიქრა გადაწყვეტა და თავად გაიარა ყველა საფეხური, არასოდეს დაავიწყდება არც ერთი დეტალი“.
წყარო: 9GAG