in

ილონ მასკი საკუთარ ქალაქს აშენებს!

იგი მერის არჩევნებსაც კი ჩაატარებს…

არ მოგესმათ, მილიარდერი ამჯერად თავის გეგმებს დედამიწაზე ახორციელებს. იგი ტეხასში, ოსტინის გარეუბანში საკუთარ ქალაქს აშენებს. უკვე სახელიც კი აქვს — Snailbrook მასკის Boring Company-ის პატივსაცემად დაარქვეს და მას როგორც მასკი, ისე მისი თანამშრომლები აღწერენ, როგორც ტეხასის უტოპიის ხედვას კოლორადოს მდინარის გასწვრივ, სადაც SpaceX-ის, Boring Company-სა და Tesla-ს თანამშრომლებს ცხოვრება, მუშაობა და თამაში შეეძლებათ, ამასთან, არასდროს მოუწევთ ამ ადგილის დატოვება. 

თუმცა როგორ შეხვდებიან ამ ამბავს სხვები? მიუხედავად მასკის სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმისა, მასზე არასდროს გაგვიგია, რომ კრიტიკას მარტივად იღებდა. ამაზე ტვიტერის ამბებიც მოწმობს, უკვე უამრავი გათავისუფლებული თანამშრომლით…

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასკი რეგულაციების მოწინააღმდეგეა, საკუთარი მუნიციპალიტეტის აშენება მას პიროვნულ ძალაუფლებასაც მისცემს. ამბობენ, რომ ასე, საკუთარ ქალაქში გარკვეული რეგულაციების დაწესებასა და თავისივე გეგმების დაჩქარებასაც შეძლებს.

ამ კუთხით გარკვეული წინსვლა უკვე შესამჩნევია — ბოლო 3 წლის განმავლობაში მასკის კომპანიებში მომუშავე პირებმა ოსტინში 1420 ჰექტრამდე მიწა შეიძინეს. მოხსენების თანახმად, ბასტროპის ოლქის ოფიციალური პირების მიერ უკვე რამდენიმე ქუჩის სახელიც დამტკიცდა, მათ შორისაა: Boring Boulevard, Waterjet Way და Cutterhead Crossing.

მეტიც, გასულ წელს Boring Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ დევისმა თანამშრომლებს ისიც კი უთხრა, რომ ქალაქში მერის არჩევნები ჩატარდებოდა, მაგრამ ნეტავ, ვინ მოუგებს მასკს?! ძნელად წარმოსადგენია, რომ იგი არ გაათავისუფლებს ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ წასვლას გადაწყვეტს…

და რას მოუხერხებს იგი ბასტროპის ოლქის მცხოვრებლებს? როგორც ამბობენ, თავდაპირველად, ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო, რადგან იქამდე მოესწროთ რაღაცების გაკეთება, ვიდრე სხვები გაიგებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აინტერესებთ, რა ხდება და ვის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი… შესაძლოა, ამ ყველაფერმა ქალაქის მშენებლობა შეაფერხოს, თანაც, მასკი ამბობს, რომ სხვა, მეტად სასწრაფო საქმეებიც აქვს…

TikTok-ის ახალი ფუნქცია მარკეტერებისთვის — Keyword Insights

როგორ ვაქციოთ ერთსაათიანი შეხვედრები 7-წუთიანად?