in

ილონ მასკი ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს

ილონ მასკი ახალ პროექტ „ნეურალინკს“ (Neuralink) იწყებს და ამბობს, რომ ამ პროდუქტით,  ნებისმიერ მსურველს, „სუპერ ადამიანად“ აქცევს.

 

როგორც „ტესლას“ დამფუძნებელი ამბობს, ამისთვის ხელოვნური ინტელექტის სრულიად ახალ საფეხურს გამოიყენებს. ილონ მასკმა ტექნოლოგიური კომპანია “Neuralink“ ცოტა ხნის წინ დააარსა და ამტკიცებს, რომ მისი დახმარებით, ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს. შედეგად, სიმბიოზურ ქმნილებას, ანუ ხელოვნური ინტელექტის მქონე ადამიანს მიიღებს.

მასკის მტკიცებით, ახალი ტექნოლოგია ყველას მისცემს საშუალებას, საკუთარი ფოტოკადრი შექმნას, რომელიც სხეულის გარდაცვალების შემდეგაც იცხოვრებს.

„თუ თქვენი ბიოლოგიური „მე“ გარდაიცვლება, შეგიძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა განყოფილებაში ატვირთოთ საკუთარი თავი“.

ტესლას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამაში საკვირველი არაფერია, დღეს ადამიანები უკვე კიბორგები არიან და მათი გონება დიდი ხანია მობილურ ტელეფონებზეა „მიბმული”. მისი თქმით, „სმარტფონიდან“ გონებაზე ინფორმაციისა და მონაცემთა გადაცემის არხები, დღეს არც ისეთი სწრაფია, ამიტომ პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რომ ადამიანი უფრო ჭკვიანი გახდეს.

„ეს დაეხმარება ყველას, ვისაც სურს ჰქონდეს სუპერ ადამიანის“ გონება და ცნობიერება“ , – ამბობს ილონ მასკი.

მისივე თქმით, კომპანია “Neuralink“ ახალ ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.

„ჯადოქრები“ „გალერია თბილისში“, ანუ #მართლაჯადოსნურ ენერგიად გარდაქმნილი ემოცია

გამოაღვიძე ადრენალინი…