in

ილონ მასკი Tesla-ს აქციების 10%-ს ყიდის!

მიმდინარე კვირაში მასკმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

veon
veon

ილონ მასკმა საკუთარი აქტივების კასკადური გაყიდვა დაიწყო. ეს ნაბიჯი მან მას შემდეგ გადადგა, რაც თვითერზე მიმდევრებს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ს 10% გადასახადებისთვის. იმ 3 519 252 ადამიანიდან, რომელმაც ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო, დადებითი პასუხი 57.9 პროცენტმა მონიშნა. თავის მხრივ, მილიარდერი ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყო.

მიმდინარე კვირაში მასკმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა. ალბათ, მილიარდერი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არა მისი ქონების მკაცრად შესწავლა… მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო გააკრიტიკეს, რადგან ის რეალურად არა თუ ხელფასს, არამედ პრემიუმ აქციების სახით კომპენსაციას იღებს. ცხადია, მასკს ამ კომპენსაციებისთვის გადასახადების გადახდა არ უწევს, ვიდრე მათ არ გაყიდის — ეს კი წლებია, არ გაუკეთებია. მას ამჟამად Tesla-ს 22.4 პროცენტი ეკუთვნის, რის შედეგადაც მისი კაპიტალი 323 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და შედეგად, მილიარდერ ადამიანს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, მასკმა მილიონობით მეტი აქცია გაყიდა, ვიდრე სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი. ამასთან, საგულისხმოა, რომ პარასკევს დაფიქსირებული მონაცემებით,Tesla-ს აქციების 10 პროცენტის ფასი 21 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი ორშაბათს შეიცვალა და ჯერ კიდევ კლებას განიცდის.

მართალია, ილონ მასკს მოუწევს, გადასახადების სახით აქციების გაყიდვით შემოსული თანხის 50%-ზე მეტი გადაიხადოს, მაგრამ იგი მაინც მილიარდობით დოლარს შეიძენს, როდესაც გაყიდვები დასრულდება.

ადამიანისთვის, რომელმაც თავი ფულით ღარიბად მოიხსენია, ეს ნიშნავს, რომ მასკი მალე აღმოჩნდება იშვიათ მდგომარეობაში – უკიდურესად მდიდარი, არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ძალიან მატერიალური გაგებით.

1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე, ქართულმა ბრენდმა „ნაბერაულმა“ მორიგი აღიარება მოიპოვა!

რამდენიმე გზა, რომ უფრო სოციალური გავხდეთ