მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-ის ყიდვის შესახებ განაცხადა, Twitter-ის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა. მსგავსად კი ილონ მასკი კომპანიის უმსხვილესი აქციონერიც გახდა.
თუმცა ამ ფაქტს წინ ტვიტი უსწრებდა, მასკის გვერდზე ვკითხულობთ:
„დემოკრატიისთვის სიტყვის თავისუფლება აუცილებელია, გჯერათ, რომ Twitter ამ პრინციპს მისდევს?“
ილოს მასკის გამომწერდა უმეტესობა წერდა, რომ მათ არ სჯეროდათ ამის. მისი პასუხები კი იმაზე მიგვანიშნებდა, რომ მასკს ამ სიტუაციის შესაცვლელად რაღაცის გაკეთება შეეძლო, რითაც ტვიტერში აქციების წილის ყიდვასაც ხსნიან.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ილონ მასკი ყოველთვის „ზრუნავს“ სიტყვის თავისუფლებაზე და ამის შესახებ თავის გამომწერებსაც ხშირად ესაუბრება. ამავდროულად, მან რუსული მედია — RT არ დაბლოკა და განმარტა: „ვწუხვარ, რომ სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტი ვარ“. თუმცა, მასკს ერთ-ერთმა ტვიტმა პრობლემები ამერიკის შრომითი ურთიერთობების ეროვნულ საბჭოსთან შეუქმნა. მეტიც, „ტესლას“ თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი იმასაც გულისხმობდა, რომ მედიასთან თავისუფლად საუბარი კარგი არ იყო, ეს კი, თავის მხრივ, შრომით უფლებებს არღვევდა. ხოლო, როცა ორმა ჩინელმა ბლოგერმა „ტესლა“ გააკრიტიკა, კომპანიამ მათ ცილისწამებისთვის უჩივლა…
თუმცა მასკი სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს მაინც აგრძელებს და გამომწერებს ეკითხება —- „სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობა ფუნდამენტურად ძირს უთხრის დემოკრატიას, რა უნდა გაკეთდეს?“
„საჭიროა თუ არა ახალი პლატფორმა?“
ხოლო მას შემდეგ, რაც მასკის მიერ ტვიტერის აქციების ყიდვის შესახებ გახდა ცნობილი, მან სიტყვის თავისუფლება საკუთარ გვერდზე შემდეგი ფრაზით გამოხატა: “Oh hi lol”.











