in

ილონ მასკი ამბობს, რომ უსახლკაროა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ამბობს, რომ უსახლკაროა და ღამეს სან ფრანცისკოში, სხვადასხვა მეგობრის სახლში ათევს. ამის შესახებ მან TED-თან ინტერვიუში ისაუბრა.

BOG
BOG

„ამ ეტაპზე სახლიც კი არ მაქვს, მეგობრებთან ვრჩები. თუ სან ფრანცისკოს ყურის მახლობლად მივემგზავრები, სადაც Tesla-ს ელექტრომობილების ქარხანა მდებარეობს, სწორედ მათ თავისუფალ ოთახებში ვიძინებ“, — აცხადებს მასკი.

ასევე, მილიარდერმა ისიც აღნიშნა, რომ არც იახტას ფლობს და არც შვებულებებში ხარჯავს თანხას. ამიტომ დიდძალ ქონებას სულაც არ მოიხმარს. ერთადერთ გამონაკლისს მხოლოდ თვითმფრინავი წარმოადგენს, რომლის ყოლის „უფლებასაც“ ნამდვილად აძლევს საკუთარ თავს…

„ვფიქრობ, საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. ისინი განაწყენებულნი არიან ჩემი სიმდიდრით… ეს სამართლიანი იქნებოდა, საკუთარი ინტერესებისთვის მართლაც მილიარდობით თანხას რომ ვხარჯავდე“. 

როგორც Bloomberg-ის მონაცემები მოწმობს, მასკის ქონება ამჟამად 255 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მილიარდერთა შორის პირველ ადგილს იკავებს. თუმცა მისი ღარიბული ცხოვრების სტილი მაინც უცვლელი რჩება.

კანის ოქროს მფლობელი ქართველი მარკეტერები გირჩევენ, როგორ მოემზადოთ Young Lions-ისთვის

Burger King-ის დამაბნეველი კამპანია და ქათმის ნაგეთსი ქათმის გარეშე