in

ილონ მასკის მოწოდების შემდეგ Signal-ის აპლიკაციამ App Store-ში პირველი ადგილი დაიკავა

Apptopia-მ აპლიკაციის ჩამოტვირთვების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა

veon
veon

დღესდღეობით უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და სანდოობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც სოციალური ქსელებისგან ვითხოვთ. ამიტომაც ვცდილობთ, მივაგნოთ ისეთ საკონტაქტო საშუალებას, სადაც ჩვენი პირადი ინფორმაცია სრულიად დაცული იქნება.

ილონ მასკმა გადაწყვიტა, სულ რაღაც ორი სიტყვით – “გამოიყენეთ Signal”, საზოგადოებისთვის გაეზიარებინა უფრო უსაფრთხო და დაშიფრული სერვისი. რადგანაც მასკი ჩვენი დიდი ნდობით სარგებლობს, მისი რჩევა ბევრმა გაითვალისწინა, რაც აპლიკაციის ჩამოტვირთვის სტატისტიკაზე აისახა.

აპლიკაციების ანალიტიკური ფირმის Apptopia მონაცემებიდან ჩანს, რომ ილონ მასკის მოწოდების შემდეგ ჩამოტვირთვების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირდა – დაახლოებით 90,000-მა ადამიანმა გადაწყვიტა Signal-ის გამოყენება.

თანაც, აპლიკაციის შექმნიდან დღემდე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან App Store-ის ნომერ პირველ აპლიკაციებს შორის დაიკავა ადგილი.

გაიცანით ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დესერტების ახალ რეცეპტებს ქმნის

ინგლისური ქალანის მეთოდით – „დახურეთ წიგნები და მიჰყევით მასწავლებელს!“