თითქმის ერთი წელი გავიდა ტვიტერის რებრენდინგიდან და, სიმართლე რომ ვთქვათ, ახლანდელ X-ს ბევრი მაინც ძველ სახელს ეძახის… ახლა კი ვიგებთ, რომ ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმამ ონლაინ მაღაზია ჩაუშვა, რომელშიც ახალი ბრენდინგით გაფორმებულ მაისურებსა და ქუდებს შევხვდებით.
დიახ, ამ ეტაპისთვის არჩევანი მეტად მოკრძალებულია, თითოეული კი 35 დოლარი ღირს:
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და, შესაძლოა, ილონ მასკმა კვლავ დიდი მოგზაურობის მომსწრე გაგვხადოს. თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ Tesla მსგავსი ნაწარმით არის ცნობილი…