ამჯერად ილონ მასკის ხედვა სოციალური მედიის ფარგლებს სცდება და სურს, სატელევიზიო სივრცეში შეიჭრას, თავისი X TV-ით. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტული არხი არ იქნება, სანაცვლოდ ტრადიციული მედიისა და სოციალური ქსელების შერწყმისკენაა მიმართული.
ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, X TV ჭკვიანი ტელევიზორებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია იქნება და ისეთ პლატფორმებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა YouTube. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით, მოსალოდნელია პერსონალიზებული სარეკომენდაციო ფუნქციის დანერგვაც — შესაბამისად, მომხმარებლები ინდივიდუალურად მორგებულ კონტენტს მიიღებენ. ასევე საშუალება ექნებათ, საკუთარი კონტენტი ატვირთონ და დიდ ეკრანზე უყურონ.
ინფორმაცია ლინდა იაკარინომაც დაადასტურა, X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, X TV რეალურ დროში არსებულ საინტერესო შინაარსზე იქნება ფოკუსირებული; ამავდროულად, მაღალი ხარისხის, განსაცვიფრებელ გამოცდილებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით, კომპანია Range Media Partners-თან თანამშრომლობდა და შესაძლოა, X TV-ისთვის სპეციალურად ახალი შოუები შეიქმნას, რომელთაც ცნობილი ვარსკვლავები უმასპინძლებენ.