in

ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააარსა, სახელწოდებით xAI

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა ახალი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული. კომპანიამ, სახელწოდებით xAI, უკვე წარადგინა საკუთარი ვებგვერდი და ათეული თანამშრომელიც დაასაქმა. უახლესი განცხადების თანახმად, ახალ კომპანიას მასკი უხელმძღვანელებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს ტვიტერთან, ტესლასთან თუ მის სხვა კომპანიებთან.

„xAI-ის მიზანია სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების გაგება“, — ვკითხულობ ვებგვერდზე. ეს განცხადება ზუსტად ეხმიანება მასკის ამბიციებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების ირგვლივ ტრიალებს.

თავდაპირველად ილონ მასკი აქტიურად უჭერდა მხარს OpenAI-ის პოპულარულ ჩეტბოტს, მაგრამ მოგვიანებით უსაფრთხოების ზომების არ ქონის გამო გააკრიტიკა. ნეგატიურ დამოკიდებულებას AI-ის საშიში განვითარების კუთხითაც გამოთქვამდა — თითქოს, ის ცივილიზაციის განადურებას გამოიწვევს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ ვერ გააკონტროლებენ ტექნოლოგიას.

ჯერჯერობით კომპანიასთან დაკავშირებული მეტი დეტალი უცნობია და არ ვიცით, კონკრეტულად რა მიმართულებით იპოზიციონირებს ან რას შესთავაზებს საზოგადოებას… შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, მომდევნო განცხადებას დაველოდოთ.

რა შეიცვლება ABK-ში, ახალი არტ დირექტორის, თინა (თითიშკა) გორდელაძის ხელმძღვანელობით?

წარმოსახვის უნარი, როგორც შვარცენეგერის წარმატების გასაღები