-ილონ, შენ სუპერგმირი ხარ, თუ სუპერბოროტმოქმედი?! – ჰკითხა ღამის შოუს წამყვანმა სტივენ კოლბერტმა არაორდინალურ კაცს, რომელსაც მარსის განაშენიანება სურს. სწორედ, ამ საინტერესო პიროვნებაზე გაიმართა შეხვედრა Forward-ში 19-20 აპრილს. დიახ, შეხვედრაზე განხილული იყო ილონ მასკის წარმატების ანატომია, მისი მიდგომები და გადადგმული ნაბიჯები. სხვისი წარმატების ისტორიის ანალიზი გვეხმარება უკეთ გავერკვეთ საკუთარი ხასიათის თვისებებში და შედეგად, სრულად მოვახდინოთ არსებული ბიზნეს-პოტენციალის რეალიზება.
გთავაზობთ ახალგაზრდა მილიარდერის საინტერესო გამონათქვამებს:
ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს აქვს არჩევანი, გახდეს არაჩვეულებრივი.
არასოდეს ვნებდები. თუ დავნებდი, ე.ი. მოვკვდი ან სრულიად გამოვედი მწყობრიდან.
მარცხი უბრალოდ გარემოებაა, თუ არ დამარცხდი, ე.ი. საკმარისად არ ვითარდები.
ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ ხანგრძლივად იყო ნაწყენი.
კოლეჯში სწავლის დროს, მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, რომელიც მსოფლიოს შეცვლიდა. ასეც მოხდა.
თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანია, სცადე იმ შემთხვევაშიც, თუკი მარცხის ალბათობა დიდია.
თუ გინდა გაახარო წითელი ხე, ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ თესლი კარგი ხარისხისაა, შემდეგ მოუარო ნერგს, გაერკვე ყველაფერში, რასაც შეუძლია ზიანი მოუტანოს შენს ხეს და შეაჩეროს მისი ზრდა.
ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსება გონივრულია მანამ, სანამ აკონტროლებ კალათის მდგომარეობას.
მომავლის შესახებ:“იმ კაცობრიობას, რომელიც ვითარდება, იკვლევს და იპყრობს სხვა პლანეტებს და იმ კაცობრიობას შორის, რომელიც რჩება დედამიწაზე მიჯაჭვული მანამ, სანამ პლანეტის რესურსების ამოწურვის გამო განადგურების პირას არ მივა, ფუნდამენტური სხვაობაა.”
თანამშრომლების აყვანაზე: “ჩემი დიდი შეცდომა იყო, როდესაც თანამშრომლებს მათი კვალიფიკაციის მიხედვით ვიყვანდი და არა მათი პიროვნული თვისებების. ვფიქრობ, ძალიან ფასეულია, როდესაც ადამიანს კეთილი გული აქვს. “
პირველ რიგში, უნდა გაერკვე, რომ რაღაც საერთოდ შესაძლებელია. შემდეგ კი გაზრდი მისი მიღწევის ალბათობას.