ინოვაციური გვირაბის მშენებლობა, რომელიც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, ავტომობილების 200-250 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილებას ხდის შესაძლებელს, 10 დეკემბერს დასრულდება. ამის შესახებ განცხადებას ილონ მასკი, საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.
პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომლის მფლობელიც მასკია. იდეა გვირაბების სრულიად ინოვაციური ვერსიის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი, ამ ეტაპზე, ლოს-ანჯელესში ხორციელდება. მასკის ინოვაციურ სატრანსპორტო სისტემაში, ავტომობილები გვირაბში ჩასვლის შემდეგ მოთავსდებიან სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც მოძრაობას 200-250 კმ/სთ სიჩქარით შეძლებს. მანქანის გადაადგილება, A პუნქტიდან B-ში, შეუჩერებლად მოხდება.













